სერ თომას ლიპტონის თასი

სერ თომას ლიპტონის თასისაფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა ტურინში (იტალია) ორჯერ, 1909 და 1911 წლებში. შეჯიბრს ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში.[1] თასი ატარებდა შოტლანდიელი ბარონეტის, სერ თომას ლიპტონის სახელს.

ტურნირზე თავიანთი გუნდები გაგზავნეს იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის ფედერაციებმა, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უარი თქვა კლუბის გაგზავნაზე. სამაგიეროდ, ლიპტონმა მიიწვია ინგლისის სამოყვარულო კლუბი – დასავლეთ ოკლენდის გუნდი. დასავლეთ ოკლენდის გუნდმა მოახერხა 1909 წლის ტურნირში გამარჯვება, ორი წლის შემდეგ კი – ტიტულის დაცვა. 1911 წელს, ფინალში მასპინძელი „იუვენტუსი“ დაამარცხა, ანგარიშით 6–1.

1994 წლის იანვარში თასი, რომელიც დასავლეთ ოკლენდის გუნდს გადაეცა, მოიპარეს, თუმცა დღემდე გუნდში ინახება თასის რეპროდუქცია.

1909 წლის ტურნირი რედაქტირება

მონაწილეები რედაქტირება

შედეგები რედაქტირება

ნახევარფინალი
11 აპრილი, 1909
სპორტფრენდი შტუდგარტი   0-2   დასავლეთ ოკლენდის გუნდი
ვითინგტონი 10, დიკინსონი 88 (პენ)
11 აპრილი, 1909
ტორინო XI   1-2   ვინტერტური
ფ. ბერარდო 13 ლანგი 25, 55 (პენ)
მესამე ადგილისათვის
12 აპრილი, 1909
ტორინო XI   2-1   სპორტფრენდი შტუდგარტი
დე ბერნარდი35, ზუფი II 75 კიპი 15
ფინალი
12 აპრილი, 1909
დასავლეთ ოკლენდის გუნდი   2-0   ვინტერტური
რ. ჯონსი 6 (პენ), ჯ. ჯონსი 8

1911 წლის ტურნირი რედაქტირება

მონაწილეები რედაქტირება

შედეგები რედაქტირება

ნახევარფინალი

ციურიხი   0-2   დასავლეთ ოკლენდის გუნდი

იუვენტუსი გაიმარჯვა იუვენტუსმა   ტორინო
მესამე ადგილისათვის

ტორინო   2-1   ციურიხი
ფინალი
17 აპრილი, 1911
იუვენტუსი   1-6   დასავლეთ ოკლენდის გუნდი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (ინგლისური) West Auckland - Winners of the First World Cup 1909 & 1911 დაარქივებული 2001-07-09 საიტზე Wayback Machine. . / West Auckland Web. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2010.