სერგო კუტივაძე (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური, საქართველოს სსრ — გ. 7 ივნისი, 2017[2]) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, პოზიციით ნახევარმცველი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოსა“ (1962–1966) და თბილისის „დინამოში“ (1967–1973), ასევე წვრთნიდა ორივე გუნდს. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1965), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1976).[3]

სერგო კუტივაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერგო ივანეს ძე კუტივაძე[1]
დაბადების
თარიღი
16 ოქტომბერი, 1944
დაბადების
ადგილი
ალმათი, ყაზახეთის სსრ
გარდაცვალების
თარიღი
7 ივნისი, 2017 (72 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1962–1966 ტორპედო ქ. 128 (9)
1967–1973 დინამო თბ. 119 (13)
ეროვნული ნაკრები
1965 სსრ კავშირი 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1974–1982 დინამო თბ. (ასისტენტი)
1983 დინამო თბ. (დირექტორი)
1984 დინამო თბ. (ასისტენტი)
1994–1995 დინამო თბ.
1997 ტორპედო ქ.
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

კუტივაძემ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა მხოლოდ ერთი, ამხანაგური მატჩი, 1965 წლის 4 სექტემბერს იუგოსლავიის წინააღმდეგ.

სამწვრთნელო კარიერა რედაქტირება

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ (1974–1982, 1984), კლუბის დირექტორად (1983) და მთავარ მწვრთნელად (ნოემბერი 1994 – თებერვალი 1995). რეგულარულად ესწრებოდა თანამეგობრობის თასის მატჩებს. 1997 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ასრულებდა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას. 2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1967, 1969, 1971
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — სერგო კუტივაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. გარდაიცვალა სერგო კუტივაძე, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 7 ივნისი, 2017.
  3. წოდებები // „ლელო“, 9 სექტემბერი, 1976, № 179 (5729), გვ. 1.
  4. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011.