სერგო კოტრიკაძე (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური, საქართველოს სსრ — გ. 3 მაისი, 2011, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე.[1]

სერგო კოტრიკაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერგო პარმენის ძე კოტრიკაძე
დაბადების
თარიღი
9 აგვისტო, 1936
დაბადების
ადგილი
ჩოხატაური,
საქართველოს სსრ
გარდაცვალების
თარიღი
3 მაისი, 2011 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
სტოკჰოლმი,
შვედეთი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1955–1968 დინამო თბ. 239 (0)
1968–1969 ტორპედო ქ. 20 (0)
1970 დინამო თბ. 2
ეროვნული ნაკრები
1962 სსრ კავშირი 2 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1973–1974 დინამო თბილისი (თ.)
1997–2001 ვიტ ჯორჯია
2001 ლოკომოტივი თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია რედაქტირება

იცავდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას.[2]

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1957 წლის 6 აპრილს, საკავშირო პირველობის პირველი ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე.[კომ. 1] თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: სერგო კოტრიკაძე, ვლადიმერ ელოშვილი, გივი ჩოხელი, გივი ხოჭოლავა, ავთანდილ ღოღობერიძე (მოსე დავარაშვილი 52'), ვლადიმერ რამიშვილი, ბორის ხასაია, კონსტანტინე გაგნიძე, ალექსანდრე კოტრიკაძე, შოთა იამანიძე და ავთანდილ ჭკუასელი. დაპირისპირება მოსკოველთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.[3]

თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1970 წლის 25 აპრილს, საკავშირო ჩემპიონატის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „ზენიტის“ წინააღმდეგ ითამაშა.[კომ. 2] თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: სერგო კოტრიკაძე (თამაზ სტეფანია 70'), ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ რეხვიაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, სერგო კუტივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა გავაშელი, ბესარიონ მჭედლიშვილი, ლევან ნოდია (ალექსი ილიადი 75').[4] შეხვედრა ფრედ, ანგარიშით — 1–1 დამთავრდა.[5]

საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 261 მატჩი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), სამგზის (1959, 1962, 1967) ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1960) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარე (1962). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ღირსების ორდენის კავალერი.

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[6][კომ. 3][7][კომ. 4][8][კომ. 5][9]

გარდაიცვალა 2011 წლის 3 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით. ამ დროს ის საქართველოს 15-წლამდე ნაკრებს „ლენარტ იოჰანსონის თასი 2011“-ის გათამაშებაზე ახლდა, როგორც სამწვრთნელო შტაბის წევრი.[10][11]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  •   ჩემპიონი: 1964
  •   ბრინჯაოს პრიზიორი (3): 1959, 1962, 1967
საბჭოთა კავშირის თასი
  •   ფინალისტი: 1960 [12]

ინდივიდუალური რედაქტირება

  • საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრი „სარბიელის“ ვერსიით: 1998
  • საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარე: 1962
  • საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მეკარე: 1999
33 საუკეთესო
  • №3: 1960, 1961, 1962, 1963

გალერეა რედაქტირება

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

სერგო კოტრიკაძე ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[13][14][კომ. 12][15]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად სერგო კოტრიკაძე საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[16][17]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

კომენტარები რედაქტირება

  1. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო.
  2. შეხვედრა ლენინგრადის კიროვის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მას 45 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო.
  3. 1964 წლის 18 ნოემბერი— თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი.
  4. 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013.
  5. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). fc-dynamo.ru.
  6. ზემოდან მესამე სერგო კოტრიკაძე სსრ კავშირის ნაკრების წევრებთან ერთად, 1962 წლის 17 მაისი, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში.
  7. მარცხნიდან მესამე სერგო კოტრიკაძე სსრ კავშირის ნაკრების წევრებთან ერთად, 1962 წლის 17 მაისი, ამსტერდამი.
  8. მარჯვნიდან მეოთხე სერგო კოტრიკაძე სსრ კავშირის ნაკრების წევრებთან ერთად, 1962 წლის 17 მაისი, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში.
  9. მარჯვნიდან მეოთხე სერგო კოტრიკაძე სსრ კავშირის ნაკრების წევრებთან ერთად, 1962 წლის 17 მაისი, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში.
  10. მარცხნიდან: სსრ კავშირის ეროვნული ნაკრების მეკარეები — იური პშენიჩნიკოვი და სერგო კოტრიკაძე, 1967 წლის 27 ნოემბერი.
  11. სერგო კოტრიკაძე.
  12. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).

სქოლიო რედაქტირება

  1. კარიერა ფრაზებში: სერგო კოტრიკაძე // mygoals.ge
  2. Котрикадзе Сергей Парменович. Игры. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  3. «Динамо» Тбилиси 1–2 «Динамо» Москва // 06.04.1957. Тбилиси. Стадион «Динамо». Зрителей: 40 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  4. Илиади Алексей Иванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-27. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  5. «Зенит» Ленинград 1–1 «Динамо» Тбилиси // 25.04.1970. Ленинград. Стадион им. С. М. Кирова. Зрителей: 45 000. Footballfacts.ru. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  6. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. fcdinamo.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-08. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  7. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. worldsport.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-14. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  8. "Динамо" (Тбилиси) 4–1 "Торпедо" (Москва) // Чемпионат СССР 1964. Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70 000 зрителей. worldsport.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-10. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  9. Золотой матч чемпионата СССР 1964 года. YouTube. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  10. 74 წლის ასაკში სერგო კოტრიკაძე გარდაიცვალა, „ჯი-ეიჩ-ენი“, 4 მაისი, 2011.
  11. ლეგენდარული ქართველი მეკარე სტოკჰოლმში გარდაიცვალა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 3 მაისი, 2011.
  12. Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1959/60. rsssf.com. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  13. 33 лучших футболистов сезона в СССР. ru.unionpedia.org. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  14. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია. dic.academic.ru. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  15. Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 314. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  16. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022
  17. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.