სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგლიძე.

სერგო არსენის ძე გოგლიძე (დ. 12 აგვისტო, 1901, სოფელი ქორთა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 23 დეკემბერი, 1953, მოსკოვი, რსფსრ) — ქართველი, საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელი, სსრკ-ის შსსკ-ის სამეულის ერთ-ერთი წევრი და სტალინური რეპრესიების აქტიური ორგანიზატორი, გენერალ-პოლკოვნიკი (1945). ცკკპ-ს წევრობის კანდიდატი (1939—1953).

სერგო გოგლიძე
სერგო გოგლიძე
უზბეკეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 1951 – 15 თებერვალი, 1952

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1937 – 21 ნოემბერი, 1938
წინამორბედიკომისარიატის შექმნა
მემკვიდრეავქსენტი რაფავა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი, 1934 – 1 იანვარი, 1937
წინამორბედიდავით კილაძე
მემკვიდრესამმართველო გარდაიქმნა

დაბადებული12 აგვისტო, 1901
სოფელი ქორთა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი23 დეკემბერი, 1953 (52 წლის)
მოსკოვი, რსფსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირი
ეროვნებაქართველი
წოდებაგენერალ-პოლკოვნიკი

ბიოგრაფია რედაქტირება

სერგო გოგლიძე დაიბადა 1901 წლის 12 აგვისტოს, ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის სოფელ ქორთში, გლეხის ოჯახში.

1911-1915 წლებში სწავლობდა უზბეკეთის ქალაქ კოკანდში კომერციულ სასწავლებელში, 1915-1917 წლებში კი ტაშკენტის კომერციულ სასწავლებელში. 1917 წელს გაიწვიეს მეფის არმიაში. მსახურობდა პირველ ციმბირულ პოლკში. 1918 წელს შევიდა წითელ არმიაში. 1928 წლის ოქტომბრიდან 1929 წლამდე სწავლობდა მ. ვ. ფრუნზეს სახელობის მუშურ-გლეხური წითელი არმიის სამხედრო აკადემიასთან არსებული უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის დახელოვნების კურსებზე.

1918 წლის იანვრიდან 1919 წლის მაისამდე, აშხაბადისა და ორენბურგის ფრონტებზე, კოლუზაევის სახელობის რაზმში ირიცხებოდა რიგით წითელგვარდიელად, 1919 წლის მაისიდან ოქტომბრამდე — ტაშკენტში, კომუნისტურ პოლკში რიგითად. 1919 წლის ოქტომბრიდან 1920 წლამდე იყო თურქესტანის ფრონტის რევტრიბუნალის ინსპექტორი, კომენდანტის თანაშემწე, საქმის მწარმოებელი. 1920 წელს დაამთავრა ტაშკენტის საღამოს საშუალო სკოლა. 1920 წლიდან 1921 წლის ივნისამდე იყო თურქესტანის ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოს პოლიტსამმართველოს თანამშრომელი. 1921 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე თურქესტანის საგანგებო კომისიაში, ჯარების პოლიტსამდივნოს უფროსად მუშაობდა. 1921 წლის ნოემბრიდან 1922 წლის ივნისამდე იყო საკავშირო საგანგებო კომისიის ყირგიზეთის მხარის 37-ე ბრიგადის სამხედრო კომისარი, საკავშირო საგანგებო კომისიის ჯარების კომისარი ჩინეთის საზღვრის დაცვაში. 1922 წლის ივნისიდან 1923 წლის მარტამდე მოსკოვში, მუშაობდა სახელომწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარების შტაბის ინსტრუქტორ-ორგანიზატორად, ასევე სახელმწიფო პოლიტსამმართველოს რწმუნებულად დასავლეთის საზღვრების გამაგრების დაცვის საქმეში. 1923 წლის მარტიდან 1926 წლამდე იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის — სახელმწიფო პოლიტსამმართველოს რწმუნებულად დასავლეთის საზღვრების გამაგრების დაცვის საქმეში. 1923 წლის მარტიდან 1926 წლამდე იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის — სახელმწიფო პოლიტსამმართველოს სასაზღვრო დაცვის ნაწილის პოლიტიკური ინსპექციის ინსპექტორი ორგანიზაციული მუშაობის საქმეში. 1926 წლიდან 1927 წლის 1 დეკემბრამდე მუშაობდა გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარებისა და სასაზღვრო დცვის სამმართველოს პოლიტნაწილების ინსპექტორად, 1927 წლის 1 დეკემბრიდან 1930 წლის 1 ივნისამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარებისა და სასაზღვრო დაცვის სამმართველოს პოლიტგანყოფილების საორგანიზაციო ქვეგანყოფილების უფროსად. 1930 წლის 1 ივნისიდან 1933 წლის 1 ივნისამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარებისა და სასაზღვრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დ თანაშემწედ პოლიტნაწილის დარგში, 1933 წლის 1 ივნისიდან 1934 წლის 10 ივლისამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარებისა და სასაზღვრო დაცვის სამმართველოს უფროსად, 1934 წლის 13 ივლისიდან 11 ნოემბრამდე — შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საქართველოს სსრ სამმართველოს უფროსად და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სასაზღვრო და შინაგანი დაცვის სამხედრო დაცვის სამმართველოს უფროსად, ამავე წლის 11 ნოემბრიდან 1937 წლის 1 იანვრამდე იყო ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და შინაგან საქმეთ სახალხო კომისარიატის საქართველოს სამმართველოს უფროსი.

1935 წლის 26 ნოემბერს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების მეორე რანგის კომისრის წოდება.

1937 წლის 1 იანვრიდან 1938 წლის 21 ნოემბრამდე სერგო გოგლიძე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. ითვლებოდა ბერიასთან დაახლოებულ და ნდობით აღჭურვილ პირად. 1938 წლის 14 ნოემბრიდან იგი დაინიაშნა საკავშირო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ლენინგრადის სამმართველოს უფროსად, სადაც 1941 წლის 26 თებერვლამდე მუშაობდა. 1941 წლის აპრილიდან 31 ივლისამდე იყო საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს რწმუნებული მოლდავეთის სსრ-ში. 1941 წლის 31 ივლისიდან 1943 წლის 7 მაისამდე — შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხაბაროვსკის მხარის სამმართველოს უფროსი. 1941 წლის აგვისტოდან 1943 წლის 7 მაისამდე ამავდროულად იყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომიარიატის რწმუნებული შორეულ აღმოსავლეთში. 1950 წლის 31 დეკემბრიდან 1951 წლის 10 ნოემბრამდე იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტოს კოლეგიის წევრი. 1951 წლის 3 იანვრიდან 13 ნოემბრამდე — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს რკინიგზისა და საწყლოსნო ტრანსპორტის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი. 1951 წლის 26 აგვისტოდან 10 ნოემბრამდე — სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, 1951 წლის 13 ნოემბრიდან 1952 წლის 15 თებერვლამდე — უზბეკეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, 1952 წლის 13 თებერვლიდან 20 ნოემბრამდე — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე. 1952 წლის 13 თებერვლიდან 1953 წლის 5 მარტამდე იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კოლეგიის წევრი, 1952 წის 19 თებერვლიდან 1953 წლის 5 მარტამდე — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მე-3 მთავარი სამმართველოს უფროსი. 1952 წლის 20 ნოემბრიდან 1953 წლის 5 მარტამდე — სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მმოადგილე. 1953 წლის 11 მარტიდან 29 ივნისამდე — საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 სამმართელოს უფროსი.

1945 წლის 9 ივლისს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს I-III მოწვევების დეპუტატი.

1953 წელს სერგო გოგლიძე საგანგებო მისიით გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც იგი 3 ივლისს დააკავეს და მოსკოვში ჩამოიყვანეს.

სერგო გოგლიძე რეპრესირებულ იქნა. 1953 წლის 23 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიუსაჯა. იგი რეაბილიტირებული არ არის.

ჯილდოები და მედლები რედაქტირება

  • „საკავშირო საგანგებო კომისიის — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საპატიო თანამშრომლის“ სამკერდე ნეიშანი (1932);
  • ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შრომის წითელი დროშის ორდენი (07.03.1932);
  •   (14.02.1936);
  •   (22.07.1932);
  • მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“ (თებერვალი 1938);
  •   (26.04.1940);
  •   (30.10.1942);
  •   (20.09.1943);
  •   (08.03.1944);
  •   (03.11.1944);
  •   (21.02.1945);
  • და სამი მედალი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება