სერგი ვავილოვი (რუს. Серге́й Ива́нович Вави́лов; დ. 24 მარტი, 1891, მოსკოვი — გ. 25 იანვარი, 1951, იქვე) — რუსი ფიზიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 1945 წლის ივლისამდე (მის სიკვდილამდე).

სერგი ვავილოვი
რუს. Сергей Иванович Вавилов
დაბ. თარიღი 12 (24) მარტი, 1891[1] [2]
დაბ. ადგილი მოსკოვი[3] [2]
გარდ. თარიღი 25 იანვარი, 1951(1951-01-25)[3] [1] [4] [5] [6] [7] [2] (59 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[3] [2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი[6] , უნივერსიტეტის პროფესორი და საზოგადო მოღვაწე
მუშაობის ადგილი ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო ოპტიკური ინსტიტუტი, მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი და მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები Ilya Frank, პავლე ჩერენკოვი, Sergey Vernov, Valentin Fabrikant, Pyotr Feofilov, Emmanuel Adirovich, Anton Sevchenko, Vsevolod Antonov-Romanovsky, Aleksey Bonch-Bruyevich, Andrey Vlasov, Mikhail Galanin, Vadim Lyovshin, Nikita A. Tolstoy, Vasily Fursov, Nikolaï Alekseïevitch Dobrotine და Q109487180?
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და master
მამა Ivan Vavilov
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, სტალინური მე-2 ხარისხის პრემია და სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია

ბიოგრაფია რედაქტირება

სერგი ივანეს ძე ლავილოვი დაიბადა 1891 წლის 24 მარტს მოსკოვში. 1909 წელს მან დაამთავრა მოსკოვის კომერციული სასწავლებელი. შემდგომ იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ამ უნივერსიტეტში მუშაობდა ცნობილი ფიზიკოსი ლებედევი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ვავილოვზე. 1914 წელს მან წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და იქვე დარჩა საპროფესოროდ მოსამზადებლად. თუმცა ლავილოვი არ დარჩა უნივერსიტეტში რადგან ამ პერიოდში უნივერსიტეტის მოწინავე პროფესორები გააძევეს და მანაც არ ისურვა იქ დარჩენა და ჯარში წასვლა მოინდომა. პირველი მსოფლიო ომი მან მოქმედ არმიაში გაატარა. 1918-1930 წლებში ვავილოვი მუშაობდა სსრკ ჯანსახკომის ფიზიკისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტში ოპტიკის განყოფილების გამგედ. აქ მან მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი დაწერა ოპტიკაში, კერძოდ ფოტოლუმინესცენციაში. პარალელურად ლავილოვი ლექციებს კითხულობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტში მას ჯერ პრივატ-დოცენტის, ხოლო შემდგომ პროფესორის სტატუსი მიენიჭა. ამის შემდეგ ლავილოვი არჩეულ იქნა ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგედ.

მოღვაწეობა რედაქტირება

1931 წელს ვავილოვი არჩეულ იქნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1932 წელს — ნამდვილ წევრად. 1945 წელს იგი არჩეულ იქნა ამავე აკადემიის პრეზიდენტად. ამ პოსტზე მუშაობისას ვავილოვმა შექმნა ჰიდროელექტრული სადგურების, არხებისა და სარწყავი სისტემების მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც აკადემიის პრეზიდიუმს ექვემდებარებოდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაშრომების გამოქვეყნება ვავილოვმა 1920 წლიდან დაიწყო. ამავე წელს მან მუშაობა დაიწყო ტოლუმინესცენციის საკითხებზე. 1945 წელს მან ჩამოაყალიბა ტოლუმინესცენციის ზოგადი კანონი: ამგზნები სინათლის მოკლე ტალღიდან უფრო გრძელ ტალღაზე გადასვლისას ლუმინესცენციის გამოსვლა დასაწყისში ტალღის სიგრძის გარკვეული მნიშვნელობიდან მოკიდებული ერთხანს მუდმივი რჩება, ხოლო შემდეგ სწრაფად მცირდება. ლუმინესცენციაში ვავილოვის შრომებს პრაქტიკულ შედეგად მოგვევლინა ცივი ნათების ნათურების სხვადასხვა ტიპი.

ვავილოვის გამოკვლევებმა, მოლეკულებისა და ატომების მიერ სინათლის გამოსხივებისა და შთანთქმის ხასიათის შესახებ, ღრმა კვალი დატოვეს მეცნიერებაში. მისი მეორე შრომათა სერია მიძღვნილია პოლარიზებული ფლუომერესცენციის შესწავლისადმი.

ვავილოვმა და მისმა მოწაფეებმა შრომათა დიდი ციკლი მიუძღვნეს იმ მოვლენათა შესწავლას, რომელსაც ადგილი აქვს სინათლის ძალზე მცირე ინტენსიურობის დროს. იგი მსოფლიო მეცნიერულ სამყაროში ცნობილია როგორც ფიზიკის ისტორიის მკვლევარი. მას ეკუთვნის ათეულობით გამოკვლევა ამ დარგში. მან პირველმა თარგმნა ისააკ ნიუტონის „ოპტიკა“ ლათინურიდან რუსულ ენაზე (1927). მის კალამს ეკუთვნის სამასზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომი.

ვავილოვი დიდ ყურადღებას აქცევდა ფართო მასებში მეცნიერების დანერგვას. ვავილოვი წერდა:

მეცნიერება რომ გადავიდეს იდეის მდგომარეობიდან რეალურ საქმეში, შესისხლხორცდეს ცხოვრებასთან, ამისათვის საჭიროა მისი მიღწევები მაქსიმალურად აითვისოს თვით ხალხმა, ისტორიის ნამდვილმა შემოქმედმა.

სერგი ვავილოვი იმ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც მეცნიერულ მუშაობასთან შესანიშნავად ათავსებენ სახელმწიფოებრივსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

ვავილოვი გარდაიცვალა 1951 წლის 25 იანვარს მოსკოვში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 235-240, თბ., 1980.
  • Успехи физических наук, 1974, т. 114, вып. З. Коллектив авторов.
  • В. Л. Лавшин, Т. О. Вреден - Кобецкий, Сергей Иванович Вавилов, М., 1961.
  • В. Р. Келер, Сергей Вавилов, М., 1975.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  3. 3.0 3.1 3.2 Вавилов Сергей Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 4 : Брасос — Веш. — С. 216.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
  7. Munzinger Personen