სერგეი შამბა (დ. 15 მარტი, 1951, გუდაუთა) — აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის „პრემიერ-მინისტრი“ 2010 წლის 12 თებერვლიდან; მანამდე ის მრავალი წლის განმავლობაში იყო დე-ფაქტო „საგარეო საქმეთა მინისტრი“, 1997 წლის 7 მაისიდან 2004 წლის ივნისამდე, ნახევარწლიანი პაუზით. ამ თანამდებობაზე მსახურობდა შვიდი პრემიერ-მინისტრის და ორი პერზიდენტის (ვლადისლავ არძინბა, სერგეი ბაგაფში) მმართველობის პერიოდში.

ბიოგრაგფია რედაქტირება

შამბა პოლიტიკაში 24 წლის ასაკიდან მოვიდა და მას შემდეგ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აქტიური მომხრე იყო. „საგარეო საქმეთა მინისტრობამდე“ აფხაზეთის „მინისტრთა საბჭოს“ მეთაური იყო, ხოლო აფხაზეთის სახალხო ფრონტის ხელმძღვანელის სახით კი წამყვანი ოპოზიციური მოძრაობის სათავეში იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდში.

2004 წლის 14 ივნისს შამბა „საგარეო საქმეთა მინისტრობიდან“ გადადგა, რისთვისაც მრავალი მიზეზი სახელდებოდა, მათ შორის, ხუთი დღით ადრე თანაპარტიელი ოპოზიციის ლიდერი გარი აიბას მკვლელობა და ასევე მომავალი „საპრეზიდენტო არჩევნები“. გადადგომისთანავე მან მთელ „მთავრობასაც“ გადადგომა მოუწოდა.

2004 წლის ოქტომბრის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ შამბა ახლად გაერთიანებული ამწახარა/გაერთიანებული აფხაზეთის ოპოზიციური მოძრაობის ნომინაციის მიღების ერთ-ერთი ფავორიტი იყო. თუმცა 2004 წლის 20 ივლისს მოძრაობამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი ბაღაფში დაასახელა, როგორც მათი ერთობლივი კანდიდატი. შამბა მაინც იყრიდა კენჭს „არჩევნებში„, თუმცა ხმების 9,9%-ით მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მოსული უთანხმოების გამო „არჩევნები“ ხელმეორედ ჩატარდა, მაგრამ შამბას მეორე რაუნდში მონაწილეობა არ მიუღია. ახალი „პრეზიდენტის“ არჩევის შემდეგ შამბა ისევ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად.

2004 წლის 15 დეკემბერს ის ისევ დაინიშნა „საგარეო საქმეთა მინისტრად“. 2010 წლის 13 თებერვალს კი „პრემიერ-მინისტრად“, რომელმაც ამ პოსტზე ალექსანდრე ანქვაბი შეცვალა (გახდა „ვიცე-პრეზიდენტი“). 26 თებერვალს შამბას ნაცვლად „საგარეო სამქეთა მინისტრად“ დაინიშნა მისი ყოფილი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია.

სერგეი შამბა არის თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის საბრძოლო ხელოვნების ასოციაციის პრეზიდენტი. ჰყავს ცოლი და ორი შვილი