სერგეი მესხი

ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე

სერგეი სიმონის ძე მესხი (დ. 24 ოქტომბერი [ძვ. სტ. 12 ოქტომბერი], 1845, რიონი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 2 აგვისტო [ძვ. სტ. 21 ივლისი], 1883, აბასთუმანი, დაკრძალულია რიონში) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

სერგეი მესხი
დაბადების თარიღი 12 (24) ოქტომბერი, 1845
დაბადების ადგილი რიონი, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 21 ივლისი (2 აგვისტო), 1883 (37 წლის)
გარდაცვალების ადგილი აბასთუმანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1856-1863 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, 1863–1867 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1867 სამშობლოში დაბრუნდა. 1868 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი, „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის აქტიური მონაწილე. მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდეს და სხვ. თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს, ალფონს დოდეს და სხვათა ნაწარმოებები. დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება