სერგეი კაპიცა

რუსი და საბჭოთა მეცნიერი

სერგეი პეტრეს ძე კაპიცა (რუს. Серге́й Петро́вич Капи́ца; დ. 14 თებერვალი 1928, კემბრიჯი — გ. 14 აგვისტო 2012, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა მეცნიერი, ტელეწამყვანი, ჟურნალ „მეცნირების სამყაროში“ («რუს. В мире науки») მთავარი რედაქტორი[7].

სერგეი კაპიცა
რუს. Сергей Петрович Капица
დაბ. თარიღი 14 თებერვალი, 1928(1928-02-14)[1] [2]
დაბ. ადგილი კემბრიჯი[1] [3]
გარდ. თარიღი 14 აგვისტო, 2012(2012-08-14)[1] [4] [2](84 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
 გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ტელეწამყვანი, მათემატიკოსი და დემოგრაფი[5]
მუშაობის ადგილი ცაგი, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი და რუსეთის ახალი უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Q123262706?
მამა პეტრე კაპიცა
დედა Anna Krylova
შვილ(ებ)ი თედორე კაპიცა
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, საპატიო ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, კალინგის პრემია, Prize of the Government of the Russian Federation in the field of education, TEFI, Gold Medal of the Russian Academy of Sciences for outstanding achievements in the field of propagation of scientific knowledge[6] , Fellow of the Institute of Physics, მოლდოვის მეცნიერებათა აკადემია და სკეპტიკური კვლევის კომიტეტის წევრი

სერგეი კაპიცა მიეკუთვნებოდა რუსი მეცნიერების დინასტიას. მისი მამა, პეტრე კაპიცა, იყო ნობელის პრემიის ლაურეატი; პაპა, ალექსეი კრილოვი, რუსი მათემატიკოსი და გემთმშენებელი. სერგეი ასევე იყო გამოჩენილი ფრანგი ბიოქიმიკოსის, ვ. ანრისა და ცნობილი გეოგრაფის, იერონიმ სტებნიცკის შვილიშვილი და ანდრეი კაპიცას უფროსი ძმა. [8].

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პეტრე კაპიცას სახელობის ფიზიკის პრობლემების ინსტიტუტის მთავარი სამეცნიერო თანამშრომელი, პროფესორი, 4 წიგნის, ათობით სტატიის, 14 გამოგონებისა და 1 აღმოჩენის ავტორი. დედამიწის მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდის ფენომენოლოგიური მათემატიკური მოდელის შემქმნელი. პირველმა დაასაბუთა და დაამტკიცა დედამიწის მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდა 1 ს. ჩვ. წ.-მდე. კლიოდინამიკის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ევრაზიის ფიზიკური საზოგადოების, ევროპის მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების საბჭოსა და რომის კლუბის წევრი. ევრაზიის ტელევიზიისა და რადიოს აკადემიის საპატიო პრეზიდენტი. დაჯილდოებულია რუსეთის პატივის ორდენით (2006)[9]. კალინგის პრემიისა (იუნესკო) და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.[10]. ტელეგადაცემა «რუს. Очевидное — невероятное»-ს მრავალწლიანი წამყვანი. პაგუოშის მოძრაობის საბჭოს წევრი 1987—1997 წლებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება