სერგეი სერგეის ძე კამენევი (რუს. Серге́й Серге́евич Ка́менев დ. 1881 — გ. 1936) — რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთ-იაპონიის ომის, პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე.

ბიოგრაფია რედაქტირება

პირველ მსოფლიო ომში, 1914 წლის სექტემბრიდან იყო პირველი დასავლეთის ფრონტის არმიის შტაბის კვარტერმეისტერის უფროსი ადიუტანტი, შემდეგ არმიის ოპერატიული განყოფილების უფროსი. 1917 წლის აპრილიდან პოლკოვნიკი, პოლტავის 30-ე პოლკის მეთაური. 1917 წლის ნოემბრიდან მე-15 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ემხრობა ბოლშევიკებს. 1918 წლის აპრილიდან წითელი არმიის შემადგენლობაშია. 1918 წლის ივლისიდან ვიტებსკის ქვეითი პოლკის მეთაური, 1918 წლის აგვისტოდან სმოლენსკის რაიონის სამხედრო ხელმძღვანელი, 1919 წლის აგვისტოდან აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი და წითელი არმიის მთავარსარდალი. 1920 წელს მონაწილეობდა ვარშავის ბრძოლაში. 1924 წლის აპრილიდან წითელი არმიის მთავარი სამხედრო ინსპექტორი, 1925 წლიდან შტაბის უფროსი, 1926 წლის აგვისტოდან მთავარი სამმართველოს უფროსი, ამავე დროს სამხედრო აკადემიის ტაქტიკის ციკლის უფროსი. 1927 წლიდან სსრკ-ს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე და სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე. 1935 წლიდან ენიჭება პირველი რანგის კომანდარმის სამხედრო წოდება, მაშინ, როცა სამოქალაქო ომში მისდამი დაქვემდებარებულ ხუთ მხედართმთავარს (კ ვოროშილოვი, მიხეილ ტუხაჩევსკი, სემიონ ბუდიონი, ვ. ბლიუხერი, ალექსანდრ ეგოროვი) მიენიჭა უმაღლესი, მარშლის წოდება. გარდაიცვალა 1936 წელს გულის შეტევით. 1937-39 წლებში დიდი რეპრესიების დროს გამოცხადდა სამხედრო-ფაშისტური შეთქმულების მონაწილედ. მისი სახელი ამოშალეს სამოქალაქო ომის ოფიციალური ისტორიიდან, მისი სამხედრო ხასიათის შრომები კი დავიწყებას მიეცა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: