სერგეი ივანეს ძე დავიდოვი (რუს. Сергей Иванович Давы́дов; დ. 1793 — გ. 29 მარტი, 1878, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, ოფიცერი.

კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის შთამომავალი, თავად დავითიშვილთა გვარის წარმომადგენელი (გვარი მოდის ალექსანდრე I-ის შვილიშვილის დავითის სახელიდან). სერგეი დავიდოვი 1809 წლიდან იყო სამხედო და სახელმწიფო სამსახურში. მონაწილეობდა საფრანგეთთან ომში (1812-1814). 1825 წელს სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. შემდგომ წლებში ეკავა სხვადასხვა სამოქალაქო თანამდებობა; იყო ბელოსტოკის ოლქის მმართველი, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რამდენიმე გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი და სამოქალაქო გუბერნატორი; მოღვაწეობდა განათლების დარგშიც — 1838 წლიდან კიევის სასწავლო ოლქის მზრუნველი; 1844 წლიდან სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი; 1845 წლიდან სენატორი; 1851 წლიდან სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ლიტერატურა რედაქტირება