სენტ-ჯონზი (კანადა)

სენტ-ჯონზი (ინგლ. St. John's) — ქალაქი კანადაში. ქალაქი მდებარეობს ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის შტატში. სენტ-ჯონზი შტატის ადმინისტრაციული ცენტრია და მოსახლეობით პირველი ადგილი უკავია. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 100 646 ადამიანს, ქალაქს მე-20 ადგილი უკავია მოსახლეობის მიხედვით კანადაში, სენტ-ჯონზის აგლომერაციაში ცხოვრობს 151 322 ადამიანი. ქალაქში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 225,6 ადამიანს. სენტ-ჯონზის ფართობი შეადგენს 446,04 კმ²-ს. ქალაქი გაშენებულია ავალონის ნახევარკუნძულზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და, მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი მთელს ამ რეგიონში. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ კანადელები, ინგლისელები და ირლანდიელები. მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ინგლისურ ენაზე, ხოლო აღმსარებლობის მიხედვით სენტ-ჯონზის მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს სენტ-ჯონზის საერთაშორისო აეროპორტი. აქ მრავლადაა ისტორიული შენობები და ეკლესიები, მათგან აღსანიშნავია კაბოტის კოშკი. ქალაქის მერია დენისო ო'კიფი.

ქალაქი
სენტ-ჯონზი
St. John's
Avancez
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
პროვინცია ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი
კოორდინატები 47°35′53″ ჩ. გ. 52°41′51″ დ. გ. / 47.59806° ჩ. გ. 52.69750° დ. გ. / 47.59806; -52.69750
დაარსდა 1583
ფართობი 446,04 კმ²
მოსახლეობა 100 646 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 225,6 კაცი/კმ²
აგლომერაცია 151 322
სასაათო სარტყელი UTC-3:30
სატელეფონო კოდი 709
საფოსტო ინდექსი A1A–A1H
ოფიციალური საიტი https://stjohns.ca/
სენტ-ჯონზი (კანადა) — კანადა
სენტ-ჯონზი (კანადა)
სენტ-ჯონზი (კანადა) — ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი
სენტ-ჯონზი (კანადა)

სენტ-ჯონზი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებული პუნქტია კანადაში, ქალაქი დაარსდა 1583 წლის 5 აგვისტოს ინგლისის დედოფლის ელისაბედ I-ის ბრძანებით, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა თავისი კოლონიური იმპერიის გაფართოება. მოგვიანებით ეს ტერიტორიები ახალი საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა. 1712 წლის უტრეხტის ზავით სენტ-ჯონზი და სრულად კუნძული კვლავ ინგლისს დაუბრუნდა. სენტ-ჯონზის ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი იანვარი და თებერვალი. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ის შეადგენს 1 513,7 მმ-ს.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

კლიმატი რედაქტირება

წლიური ამინდი — St. John's
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 15.2 (59) 16 (61) 18.3 (65) 24.1 (75) 25.6 (78) 29.4 (85) 31.5 (89) 31 (88) 29.5 (85) 24.6 (76) 19.4 (67) 16.1 (61) 31,5 (89)
საშუალო მაღალი °C (°F) -0.9 (30) -1.5 (29) 1.2 (34) 5.2 (41) 10.7 (51) 15.9 (61) 20.3 (69) 19.9 (68) 15.9 (61) 10.5 (51) 5.9 (43) 1.2 (34) 8,7 (48)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) -8.6 (17) -9.3 (15) -6.2 (21) -2 (28) 1.5 (35) 5.9 (43) 10.5 (51) 11.1 (52) 7.7 (46) 3.3 (38) -0.7 (31) -5.5 (22) 0,6 (33)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -23.3 (-10) -23.8 (-11) -23.8 (-11) -14.8 (5) -6.7 (20) -3.3 (26) -1.1 (30) 0.5 (33) -1.1 (30) -5.6 (22) -13.4 (8) -19.7 (-3) −23,8 (−11)
ნალექი მმ (დუიმი) 150 (5.9) 125.2 (4.9) 130.8 (5.1) 121.8 (4.8) 100.9 (4) 101.9 (4) 89.4 (3.5) 108.1 (4.3) 130.9 (5.2) 161.9 (6.4) 144 (5.7) 148.8 (5.9) 1 513,7 (59,6)
წყარო: Environment Canada[1] 2009-12-22
Source #2: Environment Canada[2] 2009-12-22

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Environment CanadaCanadian Climate Normals 1971–2000[მკვდარი ბმული]. Retrieved 22 December 2009.
  2. Canadian Climate Normals 1971-2000. Environment Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 22 December 2009.