სემიჰ ერდენი

თურქი კალათბურთელი

სემიჰ ერდენი (დ. 28 ივლისი, 1986, ისტამბული, თურქეთი) — თურქი პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად თამაშობს თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის კლუბ პინარ კარსიაკაში. პოზიციით არის ცენტრი.

სემიჰ ერდენი

სემიჰ ერდენი 2010 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოვებაზე
№ 9 – პინარ კარსიაკა
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 28 ივლისი, 1986 (1986-07-28) (37 წლის)
ისტამბული, თურქეთი
ეროვნება თურქი
სიმაღლე 213 სმ
წონა 109 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2008 / რაუნდი: 2 / არჩევა: 60-ე
არჩეული ბოტონ სელტიქსი
პროფესიონალური კარიერა 2003–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2003 - 2004 დარუსაფაკა
2004 - 2005 პარტიზანი
2005 - 2010 ფერენბახჩე
2010 - 2011 ბოსტონ სელტიქსი
2011 - 2012 კლივლენდ კავალიერსი
2011 ბეშიქთაში
2012 - 2014 ანადოლუ ეფესი
2014 - 2015 ფერენბახჩე
2015 - 2017 დარუსაფაკა
2017 ჰასეტეპე უნივერსიტესი
2017 - 2018 ბეშიქთაში
2018 - 2019 ისტამბულ BSB
2019 - პინარ კარსიაკა
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
სტატისტიკა NBA.com-ზე

პროფესიონალური კარიერა რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

2003-2004 წლების სეზონში, ერდენმა თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის კლუბ დარუსაფაკას მაისურით ერთი თამაშში მიიღო მონაწილეობა და პირად ანგარიშზე 1 ქულა და 2 მოხსნა ჩაიწერა. სეზონის უმეტესი ნაწილი დარუსაფაკას ახალგაზრდულ კლუბში გაატარა.

მომდევნო სეზონში ერდენი კლუბ პარტიზან ბელგრადთან ერთად ადრიატიკის ლიგაში თამაშობდა და საშუალოდ 4.6 ქულასა და 3.2 მოხსნას აგროვებდა. მან ორჯერ დაფიქსირა ორმაგი დუბლი; აგრეთვე, KK ჰემოფარმის წინააღმდეგ პირად მონაგარში ჩაიწერა კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი - 17 ქულა. ევროლიგის ტურნირზე საშუალოდ 3.0 ქულასა 2.3 მოხსნას 12.5 წუთში აგროვებდა. უმაღლესი მაჩვენებელი, 10 ქულა, დააფიქსირა ეფეს პილსენის წინააღმდეგ. 2004-2005 წლების სეზონში იგი აგრეთვე გამოჩნდა იუგოსლავიის საკალათბურთო ლიგაში, რომელშიც საშუალოდ 1.7 ქულასა 0.7 მოხსნას 4.4 ქუთში აგროვებდა.

ფერენბახჩე რედაქტირება

2005 წელს ედრენმა კონტრაქტი თურქეთის საკალათბურთო ლიგის კლუბ ფენერბახჩესთან გააფორმა. 18.4 წუთში საშუალოდ 6.5 ქულასა და5.4 მოხსნას აგროვებდა. პირველ სეზონში მისი უმაღლესი მაჩვენებელი იყო 14 ქულა; სეზონში ორმაგი დუბლი 7-ჯერ დააფიქსირა. რვა ევროლიგის თამაშში საშუალოდ 9.1 წუთში 4.5 ქულა და 3.1 მოხსნას აგროვებდა.

კლუბში გატარებულ მეორე სეზონში ერდენი საშუალოდ ნათამაშებ 16.1 წუთში 6.5 ქულასა და 3.8 მოხსნას აგროვებდა. აღნიშნულ სეზონში ევროლიგის თამაშებში პირად ანგარშზე საშუალოდ 13.8 წუთში 4.5 ქულასა და 3.1 მოხსნას იწერდა.

მესამე სეზონში მისი მაჩვენებლები, თურქეთის საკალათბურთო ლიგაში, საშუალოდ ნათამაშებ 19.5 წუთში, 7.1 ქულასა და 4.7 მოხსნას გაუტოლდა. სეზონის განმავლობაში მუხლის დაზიანების გამო მან ბევრი თამაში გამოტოვა. ევროლიგაში იგი საშუალოდ 6.7 ქულას და 4.3 მოხსნას 19.3 წუთში აგროვებდა (3-ჯერ დააფიქსირა ორმაგი დუბლი, ხოლო პანათანიაკოს ათენის წინააღმდეგ კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი 15 ქულა დააგროვა).

NBA რედაქტირება

NBA-ის დრაფტი 2008|2008 წლის NBA-ის დრაფტზე]] სემიჰ ერდენი მეორე რაუნდის მესამოცე პიკად ბოსტონ სელტიქსმა აიყვანა. ამ პერიოდში, კონტრაქტის მიხედვით, ერდენს ფერენბახჩესთან ჯერ კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი[1] და ამიტომ იგი სელტიქსის როსტერს 2008-2009 წლების სეზონში ვერ შეუერთდა.

2010 წლის 5 ივლისს ბოსტონმა ერდენს ერთწლიანი მინიმალური კონტრაქტი გაუფორმა (2011-2012 წლების სეზონში კონტრაქტის გახანგრძლივების უფლებით).

ბოსტონ სელტიქსის ცენტრების: შაკილ ო’ნილის, კენდრიკ პერკინსისა და ჯერმაინე ო’ნილის ტრამვების გამო, 2010 წლის 9 დეკემბერს სემიჰ ერდენი პირველად მოხვდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში (აღნიშნული მატჩი ფილადელფია სიქსერსის წინაარმდეგ შედგა). 18 წუთში მან 8 ქულა მოიპოვა, ხოლო გუნდმა ანგარიშით 102-101 გაიმარჯვა. ორი ღამის შემდეგ, შარლოტ ბობკატსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მეორედ მოხვდა კლუბის ძირითად შემადგენლობაში. ერდენმა თამაშში მატჩის უმაღლესი მაჩვენებელი 41 ერთი წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება დააგროვა; მისი +/- მაჩვენებელი +34 იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Baxter Holmes, Celtics introduce latest draft picks, The Boston Globe, July 1, 2008.