სელისებრნი (ლათ. Linaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, ნახევრად ბუჩქები და ბუჩქებია. მათი მარტივი თანაფოთლებიანი (იშვიათად უთანაფოთლო) ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული.

სელისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  სელისებრნი
ლათინური სახელი
Linaceae

ყვავილი აქტინომორფულია, ხუთწევრიანი (იშვიათად ოთხწევრიანი). ოჯახი აერთიანებს 6 გვარის 250-მდე სახეობას (უმეტესობა სელის გვარს განეკუთვნება).

საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ 1 გვარი — სელი.

ლიტერატურა რედაქტირება