სელენ სოიდერი (თურქ. selen soyder; დ. 26 დეკემბერი, 1986, სოლინგენი, გერმანია) — თურქი მსახიობი და მოდელი. სელენ სოიდერი, ემიგრანტი მშობლების ერთადერთი შვილი, დაიბადა 1986 წლის 26 დეკემბერს, თურქეთის ქალაქ იზმირში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო სალიჰ იშგორენის სახელობის სკოლაში. შემდეგ სწავლობდა იზმირის სელმა იგიტალპის ლიცეუმში. ჩააბარა ანატოლიის უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაქულტეტზე.

სელენ სოიდერი
selen soyder

სელენ სოიდერი 2007 წელს მის თურქეთზე
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი, 1986 (1986-12-26) (37 წლის)
იზმირი, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2007-დან დღემდე
სიმაღლე 178 სმ

სამოდელო კარიერა რედაქტირება

სელენ სოიდერი ცნობილი მოდელია,რომელიც 2007 წელს გადხა მის თურქეთი. მანამდე, 2006წელს მან მონაწილეობა მიიღო “Miss Model of Turkey” (მის თურქეთის მოდელი) და მოიპოვა საუკეთესო მოდელის ტიტული. ასევე მან მონაწილეობა მიიღო ჩინეთში გამართულ კონკურსში "Miss Bikini Universe" ( მის სამყარო ბიკინი), ის შევიდა საუკეთესო ხუთეულში და მიიღო პრიზი საუკეთესო ეროვნული კოსტუმის ნომინაციაში.

სამსახიებო კარიერა რედაქტირება

სელენ სოიდერმა 2010 წელს მონაწილეობა მიიღო FOX TV-ის მიერ წარმოებულ სერიალ "Yer Gök Aşk"-ში, სადაც შეასრულა Toprak Karagül-ის როლი. 2011 წელს, იგი იმავე როლით მიიწვიეს ამავე არხის წარმოებულ სერიალში - "Lale Devri". 2014 წელს, სელენმა მონაწილეობა მიიღო STAR TV-ის სატელივიზიო სერიალში "Reaksiyon". 2015 წელს, ასევე ითამაშა მოკლემეეტრაჟიან კომედიურ ფილმში "Cahide's Open Marriage", 2016 წელს კი "TRT TV"-ის სერიალ "Hangimiz Sevmedik"-ში.

ჯილდო გულშემატკივრებისგან (2013) რედაქტირება

2013 წელს, გამოკითხვების შედეგად გულშემატკივრებს უნდა გამოევლინათ წლის ყველაზე პოპულარული მსახიობი ქალი და მამაკაცი. გამოკითხვების შედეგად, წლის ყველაზე პოპულარულ ქალად დასახელდა სელენ სოიდერი, და თაყვანისმცემლებისგან მიიღო სამახსოვრი ჯილდოც.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2015 წელს, იგი დაქორწინდა ბიზნესმენ Oren Frances-ზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება