სეიშელის კუნძულების გეოგრაფია

სეიშელის კუნძულები შედგება 100-ზე მეტი კუნძულისაგან. 42 კუნძული შედგება გრანიტისაგან, რომელთა საერთო ფართობია 243,7 კმ². არქიპელაგის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 905 მეტრია.

სეიშელის კუნძულების რუკა

საერთო ფართობია — 455 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია — მაე (142 კმ²). მასზე მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი. სხვა მსხვილი კუნძულებია — პრასლინი (45 კმ²), სილუეტი, ლა-დიგი და სხვა. ასევე ბევრია მცირე მარჯნის კუნძულები. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ასევე ძირითადი სამეურნო სამუშაოები კონცენტრირებულია არქიპელაგის სანაპიროზე.

ქვეყნის შიდა რაიონებში შენარჩუნებულია ტყე, სადაც ჭარბობს პალმის იშვიათი სახეობები. ადგილობრივი ფლორა დიდი ხანია შეიცვალა ქოქოსის პალმებით და სხვა კულტურული ნარგავებით.

მარჯნის კუნძულების საერთო ფართობი შეადგენს 211,3 კმ², რომელთა მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 4-8 მეტრია. იგი არ ინარჩუნებს სინოტივეს, ამიტომ კუნძულებზე ყოველთვის გვალვაა.

ეკვატორული კლიმატის შედეგად, აქ ხარობს მხოლოდ ქოქოსის პალმა. არქიპელაგზე გვხვდება ისეთი ენდემები, რომელიც სხვაგან არ ბინადრობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება