სეისმური ტალღები — რხევები, რომლებიც ვრცელდება დედამიწაში მიწისძვრის, აფეთქებებისა და რხევის სხვა წყაროების კერებიდან. ძლიერი მიწისძვრების კერების მახლობლად სეისმური ტალღები დამანგრეველი ძალისაა, მათი პერიოდი იქ ძირითადად წმ მეათედი ნაწილების ტოლია.

P- და S- ტალღები სეისმოგრაფზე

ეპიცენტრიდან მოშორებით სეისმური ტალღები დრეკადი ტალღებია. განარჩევენ გრძივ და განივ სეისმურ ტალღებს. (P) გრძივ სეისმურ ტალღებში რხევა მიმდინარეობს ტალღის გავრცელების მიმართულებით, (S) განივ სეისმურ ტალღებში კი ტალღის გავრცელების პერპენდიკულარულად.

გრძივი და განივი ტალღების გავრცელების სიჩქარე ერთსა და იმავე გარემოში განსხვავებულია.

P და S ტალღები წყაროდან ყველა მიმართულებით ვრცელდება, ამიტომ მათ მოცულობით სეისმურ ტალღებს უწოდებენ. სეისმური ტალღები სხვადასხვა დრეკადი თვისებების მქონე გარემოთა გამყოფ ზედაპირებზე გარდატყდება და აირეკლება — წარმოიქმნება გარდატეხილი და არეკვლილი სეისმური ტალღები დედამიწის ზედაპირთან (აგრეთვე ორი გარემოს გამყოფ ზედაპირთან დედამიწის წიაღში).

წარმოიქმნება L ზედაპირული სეისმური ტალღები მათი ამპლიტუდა მეტია, ვიდრე გრძივი და განივი სეისმური ტალღებისა, გავრცელების სიჩქარე კი განივისაზე ნაკლებია.

სიღრმის ზრდასთან ერთად დედამიწის შემადგენელი ნივთიერების თვისებების ცვლილების გამო იცვლება სეისმური ტალღების გავრცელების სიჩქარეც. მიწისძვრის კერებიდან სხვადასხვა მანძილზე მდებარე სეისმურ სადგურებამდე სხვადასხვა ტიპის სეისმური ტალღების გარბენის დროის განსაზღვრით გამოითვლება მათი გავრცელების სიჩქარე სხვადასხვა სიღრმეზე, რაც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ დედამიწის სიღრმული აგებულება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • მუსურიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 272.
  • Саваренский Е. Ф., Кирнос Д. П., Элементы сейсмологии и сейсмометрии, 2 изд., М., 1955;
  • Бреховских Л. М., Волны в слоистых средах, 2 изд. М., 1973.