სეივალი (ლათ. Balaenoptera borealis) — ზღვის ძუძუმწოვარი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა.მისი სხეულის სიგრძე 18,8 მ აღწევს. აქვს მუქი ზურგი, ნაცრისფერი გვერდები, რომლებზეც წვრილი თეთრი ლაქები აყრია, მუცელი ზოგის ნაცრისფერია, ზოგისა — თეთრი. ზურგის ფარფლი მოზრდილია. სეივალი კოსმოპოლიტია — გავრცელებულია არქტიკიდან ანტარქტიკამდე. იკვებება კიბოსნაირებით, თავფეხიანი მოლუსკებით. მაკეობა 1 წლამდე გრძელდება. სეივალი რეწვის ობიექტია, რის გამოც მისი რაოდენობა თანდათან მცირდება.

სეივალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Balaenoptera borealis
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 2475

ლიტერატურა რედაქტირება