სეიდ შუშინსკი (აზერ. Seyid Şuşinski), დაბადების სახელი მირ მოჰსუნ სიედ იბრაჰიმ ოღლუ შუშინსკი (დ. 12 აპრილი, 1889, ჰორადიზი – გ. 1 ნოემბერი, 1965, ბაქო) — აზერბაიჯანელი ჰანენდე. მუღამის შემსრულებელი.

სეიდ შუშინსკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1889(1889-04-12)[1]
დაბ. ადგილი ჰორადიზი
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 1965(1965-11-01)[1] (76 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
სეიდ შუშინსკი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ის დაიბადა პატარა ქალაქ ჰორადიზში, აზერბაიჯანის ახლანდელი ფიზულის მახლობლად. ახალგაზრდა ასაკში დაეღუპა მამა და გაიზარდა დეიდა მეშადი ხურზადმა, რომელიც იყო ხალხური მომღერალი. შუშინსკიმ მიიღო დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მდებარე რელიგიურ სკოლაში. მისი მუსიკალური ნიჭის წყალობით, შეუერთდა მუსიკალურ ანსამბლს 15 წლის ასაკში. მან პირველი საჯარო გამოსვლა 1908 წელს ქალაქ შუშაში გააკეთა, რაც დიდი წარმატება აღმოჩნდა და 19 წლის მომღერალს დიდი პოპულარობა მოუტანა ქალაქში. ბიძამისის დაჟინებული მოთხოვნით, შუშინსკიმ მიიღო მუსიკალური განათლება მირ მოჰსუნ ნავვაბის სკოლაში კიდევ 2 წლით და აღიარეს პროფესიონალ ჰანანდედ. მისი შესრულება აღფრთოვანებული იყო როგორც აზერბაიჯანული ასევე უცხოური საზოგადოება. 1911 წელს იგი მიიწვიეს სომხურმა კლუბმა „Obschestvennoe sobranie“–მ კონცერტის ჩასატარებლად ტფილისში (ახლანდელი თბილისი, საქართველო). ამ კონცერტების შედეგად მიღებული ფული გადაეცა აზერბაიჯანულ გამომცემლობას და დაიხარჯა ახალგაზრდა მომღერლების ვოკალურ ხელოვნებაში მომზადებაზე. 1913 წელს კიევში გამოვიდა ვინილის ჩანაწერი, რომელიც შეიცავს სეიდ შუშინსკის რამდენიმე ხალხურ ნაწარმოებს. 1919 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბაქოში..[2]

კარიერა საბჭოთა პერიოდში რედაქტირება

გასაბჭოების შემდეგ შუშინსკი იყო ბაქოს დრამატული თეატრის სოლისტი, ხოლო 1926–1933 წლებში ასწავლიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1933 წელს ჯაჰან ტალიშინსკაიასთან ერთად მან დააარსა აღმოსავლური მუსიკალური ანსამბლი, რომელმაც მოიარა რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. 1933–1938 წლებში მუშაობდა ფიზულის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, კვლავ განაგრძობდა კონცერტების გამართვას ბაქოში. 1939–1960 წლებში შუშინსკი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. ბოლო წლებში ის იყო მუღამის საოპერო კონსულტანტი აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.[2]

სეიდ შუშინსკის მიღებული ჰქონდა აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება (1943), აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება (1956) და საპატიო ნიშანი (1959).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 (in Russian) Seyid Shushinski[მუდმივი მკვდარი ბმული]. Axtar.az