საჰიბ II გირეი (ყირიმ. II Sahib Geray, صاحب كراى١‎; დ. 1726 — გ. 1807, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1771–1775 წლებში, აჰმედ გირეის ვაჯი, დევლეთ II გირეის შვილიშვილი.

საჰიბ II გირეი
Sahib Giray
ყირიმის 46-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1771
მმართ. დასასრული: 1775
წინამორბედი: სელიმ III გირეი
მემკვიდრე: დევლეთ IV გირეი
მონარქი: ეკატერინე II
სულთანი: მუსტაფა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1726
გარდ. თარიღი: 1807
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: აჰმედ გირეი
(დევლეთ II-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

საჰიბ გირეი იყო დევლეთ II-ის მე-4 ვაჟის, აჰმედ გირეის შვილი. აღიზარდა ოსმალეთის სულთნების კარზე. 1760-იან წლებში დაბრუნდა ყირიმში და სახელმწიფო საქმეების მართვაში ჩაერთო. 1770 წლამდე ეკავა პერეკოფის ორ-ბეის ანუ გამგებლის თანამდებობა. 1771 წელს საჰიბ II ყირიმელმა დიდებულებმა ოსმალეთის სულთნის დაუკითხავად აირჩიეს ხანად.

საჰიბს სახანოს მართვა მოუწია რუსეთთან გამძვინვარებული ომის დროს. 1772 წელს, შირინის, ასევე მანსურის კლანის ბეგებთან და ნოღაელებთან ერთად მან ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის იმპერიასთან ალიანსის შესახებ, რის შემდეაც მიიღო რუსებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების დაპირება. 1774 წელს ოსმალებსა და რუსებს შორის დაიდო ქუჩუქ-კაინარჯის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ყირიმის სახანო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად, ხოლო რუსეთი მის გარანტორად გამოცხადდა.

ყირიმში უკმაყოფილება იყო რუსული არმიის ყოფნის გამო და თავად საჰიბ II სერიოზულ სირთულეებს წააწყდა სახელმწიფოს მართვაში. სახანოს მომავლის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა ძალიან დიდი იყო, თათარი ბეგების ნაწილს ჰქონდა მიდრეკილება ყირიმის ყოფილ სახელმწიფო სტატუსში დაბრუნების - ოსმალეთის მფარველობაში შესვლისკენ. 1775 წელს საჰიბის ბიძაშვილი, დევლეთ IV ნოღაელთა და რუს კაზაკთა დახმარებით შეიჭრა ბახჩისარაიში და ქალაქზე კონტროლი დაამყარა. საჰიბ II გირეის ტახტის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია. 1783 წელს რუსების მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კი გადაასახლეს ოსმალეთში. გარდაიცვალა სტამბოლის რაიონ ჩათალჯაში, 1807 წელს, 81 წლის ასაკში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Олекса Гайворонский «Повелители двух материков», ტომი 1, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2, ст. 187—223
  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 წ.
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)