სახესხვაობა (varietas) — ბოტანიკურ ნომენკლატურაში ინდივიდთა ჯგუფი ან პოპულაცია, რომელიც მოცემული სახეობის ტიპური ინდივიდებისაგან განსხვავდება მეორეხარისხოვანი მორფოლოგია (შებუსვა, ზრდის ხასიათი, შეფერილობა და სხვა) და ეკოტოპოლოგიური თავისებურებებით. გავრცელებულია სახეობის არეალის ფარგლებში. სახესხვაობის წარმოშობა განპირობებულია სახეობის არსებობით სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში სახესხვაობა ქვესახეობაზე დაბალი, მასზე დაქვემდებარებული ტაქსონომიური კატეგორიაა. ზოოლოგიურ ნომენკლატურაში სახესხვაობას შეესაბამება ვარიეტეტი.

ლიტერატურა რედაქტირება