საწირესოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, ბზიაური, დაბაძველი, ზედუბანი, სამტრედია, ძიროვანი).

სოფელი
საწირე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თემი საწირე
კოორდინატები 42°19′59″ ჩ. გ. 42°55′45″ ა. გ. / 42.33306° ჩ. გ. 42.92917° ა. გ. / 42.33306; 42.92917
პირველი ხსენება XI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 550
მოსახლეობა 626[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საწირე — საქართველო
საწირე
საწირე — იმერეთის მხარე
საწირე

მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან 550 მეტრი, ტყიბულიდან 6 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 626 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 815 399 416
2014[1]   626 307 319

ისტორია რედაქტირება

წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. საწირე გელათის მონასტრის კუთვნილი სოფელი იყო. საწირელები იღებდნენ რკინის მადანს და ამუშავებდნენ. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო საწირის ციხე, რომელიც ამჟამად საწირის ყოფილი უბნის, ზედუბნის, ტერიტორიაზეა.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II