სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საძროხე (მრავალმნიშვნელოვანი).

საძროხე — ფერმის ძირითადი შენობა, განკუთვნილი ფურების შესანახად. განასხვავებენ საძროხეებს დაბმულად და დაუბმელად შენახვისთვის.

დაბმულად შენახვისათვის განკუთვნილ საძროხეებში ფურის სადგომები კედთება 2, 4 და 6 რიგად, რიგები განლაგებულია შენობის გასწვრივ და გარდიგარდმო გასასვლელებით დაყოფილია სექციებად. ისეთ საძროხეებსაც აშენებენ, რომლებშიც ფურის სადგომები განლაგებულია გარდიგარდმო. სადგომის წინ მოთავსებულია საბმური, საკვებური და სარწყულებელი. სადგომის სიგრძეა 1,7—2,0 , სიგანე — 1,0—1,2 მ, მათ შორის ზოგჯერ კეთდება მოკლე ტიხრები (ბაგის სიგრძის 1/3 ან 1/2). საძროხეზე მიშენებულია დამხმარე სათავსები: საფურაჟე (თუ ფერმაში არ არის საკვები საამქრო), გასათბობი (როდესაც არ არის ცენტრალური გათბობა), მომსახურე პერსონალის ოთახი. საძროხეს შეიძლება მიაშენონ სარძეო ბლოკი. საძროხის ახლოს ეწყობა სეირანი.

დაუბმელად შენახვის საძროხის შენობა ტიხრებით იყოფა სექციებად. ყოველი სექცია გაანგარიშებულია 60-მდე ფურისათვის. მექანიზებული წესით საკვებისა და საფენის მისაზიდად, აგრეთვე ნაკელის გასატანად სექციის მთელ სიგრძეზე აკეთებენ გასასვლელებს. საძროხეს ეკვრის სეირანი, სადაც მოწყობილია ჯგუფური საკვებურები და სარწყულებლები. საძროხესთან აგებენ საწველ დარბაზს. მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სამრეწველო აფუძველზე რძის წარმოებისათვის ბევრ რაიონში ამეშენებენ მსხვილ სპეციალიზებულ კომპლექსებს, რომლებიც მოიცავენ ფურების შესანახ რამდენიმე შენობას, სარძეო ბლოკს, დამხმარე სათავსებს, სადაც ყველა შრომატევადი პროცესი მექანიზებულია.

ლიტერატურა რედაქტირება