საჩვენებელი მოდელების გაყიდვა

საჩვენებელი მოდელების გაყიდვა (ინგლ. Sample sale) — ზედმეტი საქონლისაგან გათავისუფლების ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც საცალო ვაჭრობაში მიმართავენ. საჩვენებელი მოდელების გაყიდვა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მოდის ინდუსტრიასთან. ამ ტიპის გაყიდვები შესანიშნავი საქონლის ჩამოფასებულ ფასად ყიდვის საშუალებას იძლევა. საკმაოდ რთულია ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ, თუ რომელ დღეს და რა დროს ხდება ასეთი ტიპის გაყიდვები ამა თუ იმ მაღაზიაში. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ბლოგი ინტერნეტში, რომლებიც ამგვარ ცნობებს თავინთ ვებ-გვერდებზე აქვეყნებენ.