საყდრიონის სასახლე

საყდრიონის სასახლეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში სოფელ საყდრიონში, მდ. ქციის მარჯვენა ნაპირას, წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1540 მ, წალკიდან 15 კმ. (2010 წლის 20 ნოემბრამდე„ედიქილისა“[1]).

ისტორია რედაქტირება

სოფლის ძველი სახელწოდება ედიქილისა თურქულია (სიტყვასიტყვით — შვიდი ეკლესია). დააარსეს XIX ს-ში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. შემორჩენილია 7 საყდარი და სასახლე (ზოგიერთი — ფრაგმენტულად).

სასახლე გამოირჩევა განვითარებული შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი დეტალებით. სოფლის განაპირას ნაციხარის ნანგრევია. ვარაუდობენ, რომ იგი ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII საუკუნის) მიერ შედგენილ რუკაზე აღნიშნული სოფელ ანდრაპის ნაშთია.

2002 წლიდან სოფელში სახლდებოდნენ ეკომიგრანტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. პარალელურად გაძლიერდა ბერძნული მოსახლეობის იმიგრაციის პროცესი. 2006 წ. შეფასებით სოფლის მოსახლეობა 300 კაცამდეა, აქედან 90% ქართველია.

საყდრიონის სასახლე 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

საყდრიონი

სქოლიო რედაქტირება