საღოლაშენისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 650 მეტრი, ქარელიდან 6 კილომეტრი. სოფელში დგას საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[2]

სოფელი
საღოლაშენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ბრეთი
კოორდინატები 42°03′48″ ჩ. გ. 43°53′14″ ა. გ. / 42.06333° ჩ. გ. 43.88722° ა. გ. / 42.06333; 43.88722
ცენტრის სიმაღლე 650
მოსახლეობა 452[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,8 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საღოლაშენი — საქართველო
საღოლაშენი
საღოლაშენი — შიდა ქართლი
საღოლაშენი
საღოლაშენი — ქარელის მუნიციპალიტეტი
საღოლაშენი

ისტორია რედაქტირება

ქართული საისტორიო წყაროებში იგი პირველად მხოლოდ XV საუკუნის „ამირეჯიბთა გვაროვნებათა სიგელში“ გვხვდება. XV საუკუნის დასაწყისში საღოლაშენში იმ დროის ცნობილმა ქართველმა სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწემ ქუცნა ამირეჯიბმა თავის შვილს რამინს უყიდა. XV საუკუნის II ნახევარში ამირეჯიბებმა სოფელი ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიას შეწირეს, მაგრამ XVI-XVIII საუკუნეებში ამირეჯიბები საკუთრად ფლობდნენ საღოლაშენს. XVIII საუკუნის II ნახევარში სოფლის ყმა-მამულზე წილი დაიდეს თაქთაქიშვილებმაც. გვიანდელი ფეოდალური ხანის ისტორიული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სოფელი ეკონომიურად საკმაოდ ძლიერი ყოფილა. საღოლაშენში განსაკუთრებით ბევრი ყოფილა წისქვილები.

დემოგრაფია რედაქტირება

სოფელში ცხოვრობენ: შუბითიძეები, სომხიშვილები, ნახუცრიშვილები, ჯავახიშვილები, ძმორაშვილები, ხარაზიშვილები და სუხიტაშვილები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 452 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 508 239 269
2014[1]   452 234 218

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II