საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2004

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2004)საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2004 წლის 28 მარტს. ამ არჩევნებს წინ უძღოდა ვარდების რევოლუცია და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ნაწილობრივი გაუქმება. არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები“, რომელიც აერთიანებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, „გაერთიანებულ დემოკრატებს“, რესპუბლიკურ პარტიასა და ეროვნულ ძალთა გაერთიანებას. საპარლამენტო მანდატები ასევე მოიპოვა ბლოკმა „მემარჯვენე ოპოზიცია“, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

2003‹  საქართველოს დროშა 2008
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები
28 მარტი 2004
პარტია ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები მემარჯვენე ოპოზიცია (ახალი მემარჯვენეები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს)
მოსახლეობის ხმები 1 027,070 116,282
პროცენტი 66,4% 7,6%
მმართველი
პარტია
არჩეული პარტია
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები

წინაპირობა რედაქტირება

2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ნოემბრის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. 22 ნოემბერს მანიფესტანტებმა ხელი შეუშალეს ახალარჩეული პარლამენტის შეკრებას. 23 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ხოლო უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები. მომავალი არჩევნების ორგანიზებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებას განაგრძობდა 1999 წლის მოწვევის პარლამენტი.

ხელახალი არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. არჩევნები ტარდებოდა მხოლოდ პროპორციული, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებული იყო 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული სისტემით, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შედეგები სასამართლომ ძალაში დატოვა.

შედეგები რედაქტირება

პარტიები და ალიანსები ხმა % ადგილი
ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები 1 027 070 66,4 135
მემარჯვენე ოპოზიცია 116,282 7.6 15
დემოკრატიული აღორძინების კავშირი   6.0 -
საქართველოს ლეიბორისტული პარტია   5.8 -
თავისუფლება   4.2 -
ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი   2.5 -
ჯუმბერ პატიაშვილი – ერთობა   2.4 -
სულ 1,518,751   150

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება