საქართველოს მწვანეთა პარტია

საქართველოს მწვანეთა პარტიაპოლიტიკური პარტია საქართველოში, რომლის ძირითადი პრინციპებია: ეკოლოგია, დემოკრატია, არაძალადობა და მიზნად ისახავს ისეთი საზოგადოების შექმნას, „რომელშიც ყოველი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოთი, რომელიც ჰარმონიულად შეუხამებს ურთიერთს ამჟამინდელი და მომავალი თაობების ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, საზოგადოება, რომელიც ორიოდ ათწლეულში არ ამოწურავს საუკუნეებისთვის განკუთვნილ რესურსებს, რომელშიც ადამიანი კი არ იარსებებს სახელმწიფოსთვის, არამედ სახელმწიფო – ადამიანისათვის, სადაც ყოველ მოქალაქეს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება; საზოგადოება, რომლისთვისაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე უდიდესი ფასეულობა იქნება“.[3]

საქართველოს მწვანეთა პარტია
საქართველოს მწვანეთა პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე
ისტორია
დაფუძნდა 10 დეკემბერი, 1989
პოზიციები
იდეოლოგია მწვანე პოლიტიკა
მწვანე კონსერვატიზმი
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის მწვანეთა პარტია[1]
საერთაშორისო აკრედიტაცია გლობალური მწვანეები[2]
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
ფერები     
შტაბ-ბინა ს. კანდელაკის ქ. 55, თბილისი, საქართველო
http://greensparty.ge

2008 წელს შეიქმნა პარტიის ახალგაზრდული ფრთა - საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, რომლებმაც მოგვიანებით, 2011 წელს, იდეოლოგიური უთანხმოების გამო, დატოვეს პარტია და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ.

2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიამ მიიღო 0,63%. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 1305 ხმა (0,07%).[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. European Green Party.
  2. Global Greens, Full Member Parties. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-20. ციტირების თარიღი: 2011-07-13.
  3. საქართველოს მწვანეთა პარტიის ძირითადი პრინციპები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-12. ციტირების თარიღი: 2011-07-13.
  4. შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-03-04.