საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2006

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2006) – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2006 წლის 5 ოქტომბერს.

საფუძველი რედაქტირება

2005 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რითიც გაუქმდა 1004 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, არსებულ რაიონებს, ეწოდა მუნიციპალიტეტი. თვითმმართველობა შემოღებულ იქნა მუნიციპალიტეტებისა და 5 თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) დონეზე.

არჩევნების წესი რედაქტირება

ამომრჩეველი ირჩევდა მხოლო წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. საკრებულოების არჩევნები ტარდებოდა შერეული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულო შედგებოდა 15 მანდატისაგან (10 მაჟორიტარული და 5 პროპორციული), ქალაქები იყოფოდა ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად. ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს ჰქონდა ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლებაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა სხვებზე მეტ ხმას. 10 პროცენტული მანდატი გადანაწილდება მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებს (პარტია/ბლოკი) შორის, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიღებდა ხმების არანაკლებ 5%.

ანალოგიური წესი მოქმედებდა მუნიციპალიტეტებში, თუმცა აქ მაჟორიტარული ოლქებისა და მანდატების რაოდენობა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული იყო. მაქსიმალური რაოდენობის მაჟორიტარული ოლქი და მანდატი შეიქმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – 29.

განსხვავებული წესი მოქმედებთა თბილისში, სადაც განისაღვრა 25 მაჟორიტარული და 12 პროპორციული მანდატი. იქმნებოდა 10 მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლებოდნენ ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში 1 პარტიად/1 ბლოკად მონაწილეობდნენ და მიიღეს სხვებზე მეტი ხმა. ამასთანავე, 12 პროპორციული მანდატი განაწილდებოდა მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლების მიიღებდნენ ხმების არანაკლებ 4%.

შედეგები რედაქტირება

რეგისტრირებული 3 198 993 ამომრჩევლდან არჩევნებში მონაწილეობა 1 545 317 ამომრჩეველმა, ანუ 48,3%-მა, მიიღო. თბილისში კი რეგისტრირებული 889,905 ამომრჩეველი, არჩევნებზე მივიდა 306 989 ამომრჩველი, 34,5%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 93%, ხოლო ყველაზე დაბალი – რუსთავში – 24%.

ყველა საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც მიიღო პროპორციული მანდატების 85% და მაჟორიტარული მანდატების 92%.

თბილისში არსებული 25 მაჟორიტარული მანდატიდან აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, ხოლო პროპორციული 12 მანდატი გაინაწილეს ნაციონალურმა მოძრაობამ (9), მრეწველებმა (1), ლეიბორისტებმა (1) და რესპუბლიკელებმა (1).

საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში – ქუთაისში, ხმების 75.05% ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა, 11.3% - რესპუბლიკელებმა და 6.25% - ლეიბორისტებმა.

საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში ხმათა უმრავლესობა მიიღო მმართველმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიისა და საქართველოს კონსერვატიული პარტიის ბლოკი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, გვ. 16, თბილისი, 2015