საფრანგეთის დროშა

საფრანგეთის დროშა (ფრანგ. drapeau tricolore, drapeau français) — საფრანგეთის ერთ–ერთი სახელმწიფო ნიშანი (გერბთან და ჰიმნთან ერთად), სამფეროვანი ქსოვილი. ფერები განლაგებულია ვერტიკალურად, შემდეგი თანმიმდევრობით: ლურჯი, თეთრი, წითელი.

საფრანგეთის სახელმწიფო დროშა
საფრანგეთი
მიღებულია 15 თებერვალი 1794
პროპორცია 2:3

აღწერა რედაქტირება

დროშაზე დატანილი ფერები ბოლოს დამტკიცდა 1980–იან წლებში პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის მიერ:

ლურჯი თეთრი წითელი
RGB Blue (0055A4) White (FFFFFF) Red (EF4531)
CMYK 100.70.0.50 0.0.0.0 0.90.86.0

საფრანგეთის ნაციონალური დროშის სიგრძისა და სიმაღლის შეფარდება არის 2:3. დროშაზე დატანილი ფერების ვერტიკალური ზოლები თანაბარი არაა, მათი სისქეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 30:33:37. ეს ეგრეთ წოდებული „ოპტიკური პროპორცია“ განკუთვნილია დროშის ფრიალისას უკეთესი ვიზუალური ეფექტის მოსახდენად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება