სატიაგრაჰა — (სანსკრ. सत्याग्रह, satyāgraha, „შეუპოვრობა ჭეშმარიტებაში“) — დამოუკიდებლობისთვის არაძალადობრივი ბრძოლის ორი ფორმა ინდოეთში ინგლისის კოლონიალური ბატონობის პერიოდში: არაკოოპერაცია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ჩამოყალიბებულია მაჰათმა განდის მიერ XX საუკუნის დასაწყისში. მთავარი იდეაა მოწინააღმდეგის კეთილგონებრიობაზე და სინდისზე გავლენა ძალადობის უარყოფითა და ტკივილისა და ტანჯვის გადატანისთვის მზადყოფნით.

მაჰათმა განდი უძღვება მარილის მარშს, რომელიც არის სატიაგრაჰას ცნობილი მაგალითი

სატიაგრაჰის მიზანი მოწინააღმდეგის მოკავშირედ და მეგობრად გადაქცევაა, ვინაიდან ითვლება, რომ სინდისზე მიმართვა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შიში და ძალადობა. განდის თეორიის თანახმად, ძალადობა ადრე თუ გვიან უფრო მეტ ძალადობას იწვევს, მაშინ როდესაც ძალადობაზე უარის თქმა ბოროტების სპირალს წყვეტს და მტრის თანამზრახველად გადაქცევის საშუალებას იძლევა. განდი სატიაგრაჰას განიხილავს არა როგორც სუსტის, არამედ სულით ძლიერის იარაღს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება