სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი

სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ — 2014 წელს გამოსული კომედიური ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია უეს ანდერსონი. სცენარზე ანდერსონი მუშაობდა ჰიუგო გინესთან ერთად, ფილმის სცენარის იდეა მათ შტეფან ცვაიგის რომანიდან აიღეს.

„სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“
რეჟისორი უეს ანდერსონი
პროდიუსერი უეს ანდერსონი
ჯერემი დოუსონი
სტივენ რეილსი
სკოტ რუდინი
სცენარის ავტორი უეს ანდერსონი
ჰიუგო გინესი
როლებში
მუსიკა ალექსანდრ დესპლა
ოპერატორი რობერტ იემენი
სტუდია
დისტრიბუტორი Fox Searchlight Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 6 თებერვალი, 2014 (2014-02-06) (ბერლინის კინოფესტივალი)
  • 6 მარტი, 2014 (2014-03-06) (გერმანია)
  • 7 მარტი, 2014 (2014-03-07) (აშშ და გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 100 წთ.[1]
ქვეყანა
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 23 მილიონი ევრო[3]
(25 მილიონი აშშ დოლარი)[4]
შემოსავალი 174.8 მილიონი აშშ დოლარი

ფილმში, რეიფ ფაინზი თავის თანამშრომელთან (ტონი რევოლორი) ერთად ცდილობს დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, რადგან ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ფილმის გადაღებისთვის ფინანსების გაცემა გერმანულმა კინოკომპანიებმა ითავეს. მას გამოსვლისთანავე კრიტიკოსების დადებითი შეფასება მოჰყვა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმების BATFA დაჯილდოვების კონკურსზე ფილმმა 11 ნომინაცია (წლის საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი) მოიპოვა, რითიც მან სხვა მონაწილე ფილმები დაჩრდილა.

ფილმმა მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო ნომინაციაში — საუკეთესო ფილმი კომედიის ან მუსიკის ჟანრში. ასევე წარდგენილი იყო ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიალზე 9 ნომინაციაში (მათ შორის: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა). ფილმმა მოიპოვა ოსკარის 4 ჯილდო — ტანსაცმლის დიზაინი, მაკიაჟი, პროდუქციის დიზაინი, მუსიკა.

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პროლოგი (დასაწყისი) რედაქტირება

სასაფლაოზე ჩნდება ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მწერლის მონუმენტის წინ დგას. ის იწყებს ერთ-ერთი თავის კითხვას წიგნიდან. შემდეგ, ავტორი იწყებს ამბის მოყოლას რომელიც მას გადახდა 1968 წელს სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტში სტუმრობისას. სასტუმრო მდებარეობს ზუბროვკის რესპუბლიკაში (გამოგონილი ადგილი ცენტრალურ ევროპაში), რომელიც დაცლილია ომის და სიღატაკის გამო. ახალგაზრდა მწერალი აღმოაჩენს, რომ შორეულ მთებში მდებარე სასტუმრო, ერთ დროს ბრწყინავდა, ახლა კი კრიზისული პერიოდი უდგას და სტუმარიც ცოტა ჰყავს. ავტორი შემთხვევით ხვდება სასტუმროს ხანში შესულ მეპატრონე ზერო მუსტაფას, რომელიც მას ვახშამზე დაპატიჟებს. მუსტაფა უამბობს თუ როგორ გახდა სასტუმროს მეპატრონე და რატომ არ სურს მისი დახურვა.

ნაწილი 1 - მუსიე გუსტავი რედაქტირება

ამბავი იწყება 1932 წელს, სასტუმროს ზეობის პერიოდში. ზეროს შვეიცარის თანამდებობა უკავია. ის სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ზუბროვკაში, მას შემდეგ რაც მისი ქალაქი დაინგრა. ზერო უმეგობრდება აგათას, რომელიც მარჯვე და პროფესიონალი მზარეულია. ზუბროვკა ომის პირასაა, მაგრამ საქმეში ერთვება მუსიე გუსტავ ეიჩი, რომელიც ურთიერთობების დიდოსტატი და გრანდ ბუდაპეშტის ერთგული მსახურია. სასტუმროს მფლობელის ვინაობა უცნობია, ის მხოლოდ მნიშვნელოვან შეტყობინებებს პასუხობს. გარდა იმისა რომ, გუსტავ ეიჩი მომსახურე პერსონალს ხელმძღვანელობს, მას ასევე აბარია სასტუმროს „განსაკუთრებული მომსახურების“ სერვისი. ის მდიდარ მოხუც ქალებთან ერთად ერთობა. ერთ-ერთი მათგანია მადამ დი, რომელიც სასტუმროდან გამგზავრების წინა ღამეს გუსტავთან ერთად ატარებს.

ნაწილი 2 - მადამ C.V.D.u.T. რედაქტირება

ერთი თვის შემდეგ, გუსტავი იგებს მადამ დის გარდაცვალების შესახებ. ის ზეროსთან ერთად მიემგზავრება. მადამ დი ს ნდობით აღჭურვილი პირი და ადვოკატი კოვაქსი ანდერძს კითხულობს, რომლის თანახმადაც გუსტავს ერგება საკმაოდ ძვირადღირებული ნახატი „ბიჭუნა ვაშლით“. ოჯახის წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ერთ-ერთი შვილი, დიმიტრი, დედის გარდაცვალებაში გუსტავს ადანაშაულებს. გუსტავი ზეროსთან ერთად იპარავს ნახატს და ბრუნდება გრანდ ბუდაპეშტში, სადაც მას სეიფში ინახავს. გუსტავი ზეროს ჰპირდება, რომ მისი მემკვიდრე გახდება. აქედან ცოტა ხნის შემდეგ, გუსტავს ბრალი მადამ დის მკვლელობაში ედება, მას აპატიმრებენ სერჟ იქსის იძულებით ჩვენების შემდეგ.

ნაწილი 3 - საკონტროლო პუნქტი 19 პატიმართა ბანაკი რედაქტირება

საპყრობილეში ყოფნის პერიოდში, გუსტავს საშიშ დამნაშავეებთან მოუვიდა უთანხმოება, მაგრამ რაღაც დროის მერე მათი პატივისცემა დაიმსახურა. გუსტავი უყვება ზეროს რომ მადამ დის მკვლელობის ღამეს ის არ იყო მასთან, მაგრამ ვერ ამტკიცებს. ზეროს სთავაზობს რომ გაიქცეს საპყრობილედან, იმის დახმარებით რომ ის ფარულად მიაწვდის სამუშაო იარაღებს, რომელსაც ზეროს მეგობარი აგათა ნამცხვარში მოათავსებს. დამნაშავეების ჯგუფთან ერთად რომელშიც ლუდვიგიც ირიცხება, ისინი იწყებენ ბეტონის გათხრას. ისინი ახერხებენ გაქცევას, მაგრამ მცველებთან შეტაკებისას იღუპება ერთ-ერთი მათგანი, ლუდვიგი ემშვიდობება გუსტავს და ზეროს და თავის ჯგუფთან ერთად ავტობუსით ახერხებს გაქცევას. გუსტავი ზეროსთან ერთად ცდილობს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას.

ნაწილი 4 - ჯვარედინი გასაღებების საზოგადოება რედაქტირება

გუსტავს და ზეროს მისდევს ცივსისხლიანი მკვლელი ჯეი-ჯი ჯოპლინგი, რომელიც დიმიტრის ინტერესებს იცავს. ცოტა ხნის წინ მან ადვოკატი კოვაქსი მოკლა და მარჯვენა ხელზე თითები მოკვეთა, კოვაქსმა დიმიტრისთან თანამშრომლობა იუარა. გუსტავი ურეკავს მუსიე ივანს, ჯვარედინი გასაღებების საზოგადოების ერთ-ერთ წევრს, რომელიც საზოგადოების სხვა წევრებს უკავშირდება, და ისინი ერთად ახერხებენ გუსტავის დახმარებას. გუსტავი და ზერო მიემგზავრებიან მთისპირა მონასტერში, სადაც ხვდებიან სერჟს, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გუსტავის უდანაშაულობა დაამტკიცოს, მაგრამ სერჟს ჯეი-ჯი ჯოპლინგი კლავს მანამ, სანამ ის საიდუმლო ინფორმაციას გაამხელს. ზერო და გუსტავი იპარავენ ციგას და მისდევენ ჯოპლინგს, რომელიც თხილამურებით მისრიალებს. დევნის ბოლოს, ზერო კლდის ნაპირზე დაკიდებულ გუსტავს გადაარჩენს, ხოლო ჯოპლინგს ხელს კრავს, ის უფსკრულში იჩეხება.

ნაწილი 5 - მეორე ანდერძის მეორე ასლი რედაქტირება

გრანდ ბუდაპეშტში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. სასტუმროს სამხედროები აკონტროლებენ და მისი ყაზარმად გადაქცევა სურთ. გულგატეხილი გუსტავი იფიცებს რომ მეტჯერ აღარ მიატოვებს სასტუმროს. ზეორს და გუსტავს აგათა უერთდება, ის დაცვას ნახატის დაცვას ცდილობს, მაგრამ ამ დროს ჩნდება დიმიტრი, რომელიც ამჩნევს აგათას. იწყება მასობრივი სროლა ერთმანეთის მისამართით. ზერო და აგათა ნახატით ხელში არეულობას თავს დააღწევენ. საბოლოოდ გუსტავის უდანაშაულობა მტკიცდება, როდესაც მადამ დის მეორე ანდერძის ასლს პოულობენ, რომელიც მის განადგურებამდე სერჟმ გააკეთა, შემდეგ კი სურათის უკან დამალა. ეს ანდერძი ძალაში შევიდოდა მხოლოდ მადამ დის ძალადობრივი მკვლელობის შემთხვევაში. ანდერძის შედეგად გაირკვა რომ გრანდ ბუტაპეშტის მფლობელი სწორედ მადამ დი იყო. მან თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი გუსტავს დაუტოვა, ნახატის და სასტუმროს სახით. გუსტავი სასტუმროს სათავეში იდგა, მანამ სანამ იგი ზერომ შეცვალა. ზერო და აგათა დაქორწინდნენ.

ეპილოგი (დასასრული) რედაქტირება

ომის შემდეგ, ქვეყანა სხვა სახელმწიფომ მიიერთა. მატარებლით მგზავრბისას, საზღვართან ახლოს, სამხედროები გუსტავის და ზეროს საბუთებს ამოწმებენ. გუსტავი და ზერო წინააღმდეგობას უწევენ, ერთ-ერთ ჯარისკაცს სურს ზეროს დაკავება, რადგან მას იმიგრანტის სტატუსი აქვს. აქედან ცოტა ხანში აგათა და მისი ახალშობილი შვილი ციებ-ცხელებით გარდაიცვალნენ. ზერო გუსტავის მემკვიდრე გახდა, მან დაიფიცა რომ ბოლომდე გრანდ ბუდაპეშტის ერთგული იქნებოდა. შემდეგი რევოლუციის შედეგად ზუბროვკა გაღარიბდა. ზეროს გადასახადები გაუზარდეს, მან სასტუმრო ნაწილობრივ მთავრობას დაუთმო, რათა დახურვისგან გადაერჩინა.

უკან 1968 წელში, ნახატი, რომლისთვისაც ზერო და გუსტავი იბრძოდნენ, ახლა სასტუმროს კედელზე კიდია, დახრილი და მივიწყებული. მუსტაფა აღიარებს, რომ ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ის ვერ ტოვებს სასტუმროს, არის "ის სამყარო", რომელშიც ის, გუსტავი და აგათა ცხოვრობდნენ, ეს უკანასკნელი ხაზია, რომლითაც ძველ მოგონებებს უკავშირდება, საუკეთესოს მის ცხოვრებაში. ის ფიქრობს, რომ გუსტავის სამყარო დიდი ხნის წინ დაინგრა და სასტუმროს თავისი ძველი დიდების მხოლოდ აჩრდილიღა შერჩა. ავტორი მიემგზავრება სამხრეთ ამერიკაში და აღარასოდეს ბრუნდება სასტუმროში.

1985 წელს ავტორი ამთავრებს ამბის მოყოლას თავისი შვილიშვილის თანდასწრებით.

ახლანდელ დროში, ავტორის სკულპტურის წინ მდგარი ახლაგაზრდა გოგონა ასრულებს წიგნის კითხვას.

როლებში რედაქტირება

ეკრანზე გამოსვლა რედაქტირება

2013 წლის 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ფილმი 2014 წლის 7 მარტს გამოვიდოდა. 2014 წლის თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი ამ ფილმით გაიხსნა და ჟიურის გრანპრით - ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Grand Budapest Hotel (15). 20th Century Fox. British Board of Film Classification (12 February 2014). ციტირების თარიღი: 12 February 2014.
  2. The Grand Budapest Hotel. LUMIERE. European Audiovisual Observatory. ციტირების თარიღი: 17 September 2015.
  3. Hollywood zu Gast in Görlitz German. Frankfurter Rundschau (20 February 2013). ციტირების თარიღი: 10 April 2014.
  4. „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“Box Office Mojo-ზე
  5. Wes Anderson Adds Ralph Fiennes for Grand Budapest Hotel; Angela Lansbury Drops Out. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 6.15 6.16 The Grand Budapest Hotel – Meet the Cast of Characters. ციტირების თარიღი: 19 December 2013.
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 Wes Anderson Reveals Full Grand Budapest Hotel Cast. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
  8. 8.0 8.1 "Gran Hotel Budapest abre la Berlinale"
  9. Saoirse Ronan Talks The Host, How She Compares to Her Character, Making Each of Her Roles Distinctive, Wes Anderson's The Grand Budapest Hotel & More. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
  10. 10.0 10.1 „Wes Anderson's 'Grand Budapest Hotel' Story Revealed; Fox Searchlight to Distribute“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
  11. Lea Seydoux Books Role In Wes Anderson's 'The Grand Budapest Hotel,' Saoirse Ronan Reveals Details About Her Part. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 25 May 2013.