სასარი (იტალ. Sassari, სარდ. Tàtari) — ქალაქი იტალიაში. მისი მოსახლეობა 130 000 ადამიანია (მეტროპოლიის 300 000) და წარმოადგენს კუნძულ სარდინიის მეორე უმსხვილეს ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მიეკუთვნება კუნძულის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს და ფლობს ხელოვნების მნიშვნელოვან კოლექციას.

ქალაქი
სასარი
Sassari
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი სარდინია
კოორდინატები 40°44′00″ ჩ. გ. 8°34′00″ ა. გ. / 40.73333° ჩ. გ. 8.56667° ა. გ. / 40.73333; 8.56667
მმართველი Nicola Sanna
ფართობი 546,08 კმ²
ცენტრის სიმაღლე 225
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 130 656 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 0,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 079
საფოსტო ინდექსი 07100
საავტომობილო კოდი SS
ოფიციალური საიტი comune.sassari.it
სასარი — იტალია
სასარი
სასარი — სარდინია
სასარი

ისტორიის განმავლობაში სასარის მართავდნენ თავად სარდინიელები, გენუელები, პიზელები, არაგონელები, ესპანელები და ავსტრიელები, რომელთაგან ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანა ქალაქის ისტორიულ და ხელოვნების მემკვიდრეობაში. საასარი მდიდარია ხელოვნებით, კულტურითა და ისტორიით, ცნობილია თავის ულამაზესი პალაცოთი და ელეგანტური, ნეო-კლასიკური პიაცებით.

როგორც სარდინიის მეორე უმსხვილესი და იტალიის მეხუთე უდიდესი მუნიციპალიტეტი (546 კმ²), კუნძულისთვის მას გააჩნია დიდი კულტურული, ტურისტული, კომერციული და პოლიტიკური მნიშვნელობა. ქალაქის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება ტურიზმისა და მომსახურების სექტორებს, ნაწილობრივ კი კვლევების, მშენებლობის, ფარმაცევტულ და ნავთობინდუსტრიას.

ცნობილი სასარელები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ქალაქის პანორამა