საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება — გარიგება პროკურორსა და ბრალდებულს შორის, რომლითაც პროკურორი, თავის დამნაშავედ ცნობის სანაცვლოდ ბრალდებულს ბრალდების ან/და სასჯელის იმაზე უკეთეს პირობებს სთავაზობს ვიდრე მას ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის გზით შეიძლება მოელოდეს. (ზოგიერთ სახელმწიფოში, საპროცესო შეთანხმება ასევე შეიძლება გაფორმდეს თუ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს, მაგრამ მასზე წაყენებულ ბრალდებებს სადავოდ არ ხდის (nolo contendere). ბრალდებასა და დაცვას შორის საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

საპროცესო შეთანხმება ბრალდებულს შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს იმ სასჯელის რისკი, რომელიც შეიძლება მას ჩვეულებრივი სასამართლო პროცესით დაემუქროს.

§ 1. საპროცესო შეთანხმების არსი საპროცესო შეთანხმება - Plea Bargain (ინგლ.) ზოგადად, არის შეთანხმება ბრალდებულსა და ბრალმდებელს შორის, რომელიც მიზნად ისახავს აღიარებითი ჩვენების მიღებას წარსადგენი ან/და წარდგენილი ბრალდების შემსუბუქების სანაცვლოდ. კლასიკური გაგებით, საპროცესო შეთანხმება სამი ფორმისაა : • Charge Bargaining • Sentence Bargaining • Fact Bargaining

თითოეულ ფორმას ახასიათებს თავისებურებანი, რომლებიც გამოიხატება შეთანხმების შინაარსში, კერძოდ: Charge Bargaining - შეთანხმების საყოველთაოდ ცნობილი და ხშირად გამოყენებადი ფორმაა, რომელიც გულისხმობს მოლაპარაკებების წარმოებას ბრალმდებელსა და ბრალდებულს შორის - უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულის აღიარების მიღების მიზნით. ამგვარი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ბრალდებული წარდგება სასამართლოს წინაშე და სასამართლო უნდა დათანხმდეს შეთანხმების დადებას. მაგალითად, ბრალმდებელი შეიძლება დათანხმდეს შეცვალოს ბრალდება I ხარისხის მკვლელობაში (განზრახ მკვლელობა) გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.

Sentence Bargaining - შეთანხმების ფორმაა, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში წარდგენილი ბრალის აღიარების სანაცვლოდ მსუბუქი სასჯელის მოთხოვნის პირობით. ბრალმდებელი აღიარების მიღებით ზოგავს დროს და აღარ უხდება დამატებითი მტკიცებულებების მოძიება საკუთარი პოზიციის სასამართლოში დასასაბუთებლად. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად არ იცვლება ბრალდების შინაარსი, და შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, საუბარია მხოლოდ გათვალისწინებულ სასჯელთაგან მსუბუქის მოთხოვნაზე. როგორც პირველ შემთხვევაში, შეთანხმების ამ ფორმის დადება საბოლოოდ სასამართლოს თანხმობას საჭიროებს.

Fact Bargaining - შეთანხმების ფორმაა, როდესაც ბრალმდებელი და ბრალდებული თანხმდებიან სისხლის სამართლის საქმეზე გარკვეული ფაქტების არსებობაზე - სანაცვლოდ ბრალმდებელს არ შეაქვს სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულების ნუსხაში სხვა ფაქტები. ფაქტების ქვეშ იგულისხმება - როგორც ნივთიერი ასევე ვერბალური მტკიცებულებები. მაგალითად პროკურატურა თანახმაა არ წარადგინოს სასამართლოში მოწმის დაკითხვის ოქმი, რომლითაც დასტურდება ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტი, სანაცვლოდ ბრალდებულისაგან (ნარკო-რეალიზატორისგან) ითხოვს - ნარკოტიკული ნივთიერების წარმოშობის ფაქტის აღიარებას (მომწოდებლის დასახელებას). ამგვარად ბრალმდებელს შეუძლია შესთავაზოს ბრალდებულს შეთანხმების სხვადასხვა ფორმები და სანაცვლოდ მიიღოს სასურველი ინფორმაცია - აღიარების ან/და ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ან/და სხვა დანაშაულის დეტალების ჩათვლით. რეალურად, ასეთ შემთხვევაში ბრალდებული დგას არჩევანის წინაშე - წარდგენილი ბრალდებების გათვალისწინებით აღიაროს დანაშაული და ამით შეიმსუბუქოს სავარაუდო სასჯელი ან არ აღიაროს დანაშაული და დაელოდოს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანას.

ვფიქრობთ რამდენიმე ისტორიული მაგალითი საინტერესო იქნება, იმდენად რამდენადაც ასახავს საპროცესო შეთანხმების ძირითადი პრინციპის ელემენტებს:

1633 წელს გალილეო გალილეის “წმინდა ინკვიზიციამ” შეუფარდა შინაპატიმრობა ყოველკვირეული მონანიების ფსალმუნების კითხვისა და კოპერნიკის სწავლების უარყოფის სანაცვლოდ.

1931 წელს ცნობილმა განგსტერმა ალ კაპონემ ცვნო თავი დამნაშავედ გადასახადების დამალვაში და შვიდ ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალკატრასის ციხეში . ბუნებრივია, რომ ამგვარი აღიარება იყო იძულებითი ნაბიჯი მისი მხრიდან, სხვა უფრო მძიმე ბრალდებების წარდგენის საფრთხის გათვალისწინებით.

1969 წელს ჯეიმზ ერლ რეიმ სასიკვდილო განაჩენის ასაცილებლად თავი დამნაშავედ ცნო მარტინ ლუტერ კინგის. მკვლელობაში და სასამართლომ მას 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1973 წლის ოქტომბერში სპირო ტეოდორ ეგნიუს ამერიკის შერთებული შტატების 39-ე ვიცე-პრეზიდენტს წარუდგინეს ბრალდება თაღლითური გზით გადასახადების დამალვასა და გამოძალვაში (მან ვერ შეძლო 1967 წელს 29.500 აშშ დოლარის ოდენობით მიღებული შემოსავლის დასაბუთება).

სპირო ტეოდორ ეგნიუმ არ მოისურვა საქმის (ბრალდებების) განხილვა სასამართლოში. მოსალოდნელი მძიმე სასჯელის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმების შედეგად, სასამართლომ იგი დააჯარიმა 10.000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმით და მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც პირობითად ჩაუთვალეს და რა თქმა უნდა შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო მისი გადადგომა ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან.

ისტორია რედაქტირება

საპროცესო შეთანხმება თავდაპირველად საერთო სამართლის სახელმწიფოებში წარმოიშვა დაჩქარებული და გამარტივებული სამართალწარმოების საჭიროებიდან გამომდინარე.

საპროცესო შეთანხმება სხვადასხვა სახელმწიფოებში რედაქტირება

აშშ რედაქტირება

ესტონეთი რედაქტირება

პოლონეთი რედაქტირება

საფრანგეთი რედაქტირება

საქართველო რედაქტირება

საქართველოში საპროცესო შეთანხმების პროცედურა არსებობს 2004 წლის დეკემბრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2008 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 55%-ზე მეტ ბრალდებულთან. საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! ამავე მონაცემების მიხედვით, 2004 წლის შემდეგ, საპროცესო შეთანხმებით გადაწყვეტილი საქმეების წილი პროგრესულად იმატებს.

საპროცესო შეთანხმების პროცედურებს საქართველოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავი არეგულირებს.

საპროცესო შეთანხმების ტიპები

საპროცესო შეთანხმება გულისხმობს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას, როდესაც მიღწეულია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე.

  • ბრალზე შეთანხმების შემთხვევაში, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და თანხმდება სასჯელზე.
  • სასჯელზე შეთანხმება გულისხმობს, რომ ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ თანახმაა პროკურორის მიერ შეთავაზებულ სასჯელის ზომასა და სახეზე. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 209)
ბრალდებულის უფლებები

საპროცესო შეთანხმების მთავარი პრინციპებია ნებაყოფლობითობა, მხარეთა თანასწორობა და ბრალდებულის კანონიერი ინტერესების უპირატესი დაცვა:

ა) იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის შეცდომაში შეყვანა ან მისი ინტერესების არასათანადოდ გათვალისწინება, კანონმდებლობით გარანტირებულია ადვოკატის მონაწილეობა პროცესში; (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 210)

ბ) ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს, უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე; (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 213)

გ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ თანამშრომლობის ფარგლებში მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება; (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 214)

დ) ბრალდებულს შეუძლია გაასაჩივროს შეთანხმების შედეგად გამოტანილი განაჩენი, თუ ადგილი ჰქონდა მოტყუებას, მუქარას, დაშინებას, იძულებასა ან ძალადობას. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 215)

პროკურორის ვალდებულებები

საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურორი ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს საჯარო ინტერესი, დანაშაულისა და სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 210)

იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული უფლებამოსილების არასათანადოდ გამოყენება, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებისათვის, ასევე უკვე გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილებების შესატანად, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ზემდგომი პროკურორის წინასწარი წერილობითი თანხმობა. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 210)

სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმების დადებისას

ცალკე აღებული საპროცესო შეთანხმება არ წარმოშობს რაიმე იურიდიულ შედეგებს სასამართლოს მიერ მისი ლეგიტიმაციის გარეშე.

სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ბრალდებულის ნების გათვალისწინებით და რომ იგი სრულად აცნობიერებს შეთანხმების არსს და მის შესაძლო შედეგებს.

ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 212) შესაბამისად, სასამართლო სავალდებულო წესით განიხილავს ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს:

ა) წარმოდგენილია თუ არა უტყუარი მტკიცებულებები პირის ბრალის დასადასტურებლად გონივრულ ეჭვს მიღმა.

ბ) საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი არის თუ არა კანონიერი. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 212)

ორივე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო დამატებით ამოწმებს საპროცესო შეთანხმების ფორმალურ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მხოლოდ ამის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას.

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს. სასამართლო პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე მხარეებს სთავაზობს შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები. თუ სასამართლოს შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 213)
თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების შედეგებს, იგი უზრუნველყოფილია ადვოკატის მომსახურებით, მისი ნება გამოხატულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოტყუებისა და ზეწოლის გარეშე, აგრეთვე თუ საქმეში არსებობს პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა და შეთანხმება მიღწეულია კანონის შესაბამის სასჯელზე - სასამართლო ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 213)

პროკურორის როლი საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული არ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მხარეს და პროკურორი არ არის გარკვეული იარაღი დაზარალებულის ხელში, რათა მან შური იძიოს დამნაშავეზე, საპროცესო შეთანხმების დადებისას დაზარალებულის პოზიცია მაინც მნიშვნელოვანია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის თანახმად, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე, პროკურორი ვალდებულია, კონსულტაცია გაიაროს დაზარალებულთან და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ.

საპროცესო შეთანხმების უპირატესობები და ნაკლოვანებები რედაქტირება