სან-ხუანი (ნიკარაგუის მდინარე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სან-ხუანი (მრავალმნიშვნელოვანი).

სან-ხუანი – მდინარე ნიკარაგუაში. მისი სიგრძე 192.06 კმ-ია. სათავეს იღებს ნიკარაგუის ტბიდან, მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩაედინება კარიბის ზღვაში. დიდი ნაწილი სახელმწიფო საზღვრისა ნიკარაგუასა და კოსტა-რიკას შორის გადის მიდნარის მარჯვენა ნაპირზე. XIX საუკუნეში ნიკარაგუის არხის გაყვანის შემთხვევაში სამდინარო გზას სან-ხუანზე უნდა გაევლო. პროექტის იდეა ვერ განხორციელდა, მაგრამ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პანამის არხის აშენებამდე მდინარე სან-ხუანი გამოიყენებოდა ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში მოსახვედრად. სწორედ ამ გზით გადაჰყავდათ აფრიკელი მონები. კალიფორნიის ოქროს ცხელების დროს უამრავი ადამიანი ჩადიოდა კალიფორნიაში ოქროს მოსაპოვებლად. ათი ათასობით ადამიანი ჩადიოდა ორთქლმავალი გემებით სატრანზიტო გამცილებელი კომპანიის საშუალებით. ამ ორთქლმავლებმა გაჭრეს პირველი გზა მდინარეზე. უამრავი აფრო-ნიკარაგუელები (ნიკარაგუელები აფრიკული წარმოშობით) სწორედ ამ გემებიდან გაქცეული მონები იყვნენ.

სან-ხუანი
ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
სათავე ნიკარაგუის ტბა
სიგრძე 192.06 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} სან-ხუანი ვიკისაწყობში

მდინარე სან-ხუანი არის მტკნარი წყლის ზვიგენების და ზღვის არაერთი ბინადრის ადგილსამყოფელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება