სან-მარკოსის დეპარტამენტი

სან-მარკოსი (ესპ. San Marcos) — დეპარტამენტი გვატემალაში. დედაქალაქია სან-მარკოსი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება უეუეტენანგოს დეპარტამენტი, აღმოსავლეთით და სამხრეთ–აღმოსავლეთით კეცალტენანგოს დეპარტამენტი, სამხრეთით რეტალულეუს დეპარტამენტი, დასავლეთით კი მექსიკა.

დეპარტამენტი
სან-მარკოსი
San Marcos
დროშა გერბი

ქვეყანა გვატემალის დროშა გვატემალა
ადმ. ცენტრი San Marcos
კოორდინატები 14°53′00″ ჩ. გ. 92°03′00″ დ. გ. / 14.88333° ჩ. გ. 92.05000° დ. გ. / 14.88333; -92.05000
ფართობი 3 791 კმ²
მოსახლეობა 794 951 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 209,69 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-6

1838 წლის 2 თებერვალს, სან-მარკოსმა, კეცალტენანგოს, კიჩეს, რეტალულეუს და ტოტონიკაპანთან ერთად შექმნა მოკლე ისტორიის მქონი ცენტრალურამერიკული სახელმწიფო ლოს-ალტოსი. ეს სახელმწიფო 1840 წელს რაფაელ კარერამ დაანგრია, რომელიც შემდეგ გვატემალის პრეზიდენტი გახდა.

სან-მარკოსის დეპარტამენტი 29 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტისგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება