სან-ანტონიო (პარაგვაი)

სან-ანტონიო (ესპ. San Antonio) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში. კოლონიურ პერიოდში იგი საკმაო მნიშვნელობის ქალაქი იყო, რადგან ე. წ. სამეფო გზაზე მდებარეობდა, რომელიც ქალაქ ვილიეტისკენ მიემართებოდა. დღეისათვის ქალაქში დიდი ინდუსტრიული ზრდა მიმდინარეობს.

ქალაქი
სან-ანტონიო
San Antonio

სან-ანტონიოს ეკლესია
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი ცენტრალური
კოორდინატები 25°22′47″ ს. გ. 57°36′35″ დ. გ. / 25.37972° ს. გ. 57.60972° დ. გ. / -25.37972; -57.60972
დაარსდა 1903
ფართობი 23 კმ²
ცენტრის სიმაღლე 57 მეტრი
მოსახლეობა 38 933 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 15 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 021
საფოსტო ინდექსი 2650
სან-ანტონიო (პარაგვაი) — პარაგვაი
სან-ანტონიო (პარაგვაი)

ისტორია რედაქტირება

ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნიათ, რომ ქალაქი ხოსე გასპარ როდრიგეს ფრანსიამ დააარსა (1814–1840), რომელმაც აქ პარაგვაის ტერიტორიების დაცვის მიზნით ციხესიმაგრე ააშენა. სხვების აზრით კი ქალაქი 1679 წელს დაარსდა. 1782 წელს, ფრანსისკანელმა მისიონერებმა ასუნსიონელების დაფინასებით ამ არეალში ქალაქი დააარსეს. ყველაზე გავრცელებული შეხედულების თანახმად კი სან-ანტონიო 1890 წელს გერმანელმა გუსტავო კონრადო გოტესმა დააარსა.

სან-ანტონიოს განსაკუთრებული მნიშვნელობა პარაგვაის ომებში ენიჭებოდა (1864–1870). 1868 წელს მის პორტში ბრაზილიის ძალები შევიდნენ, სადაც ისტორიული იტოტოროს ბრძოლა გაიმართა. ომის შემდეგ სან-ანტონიო დაიცალა. 1903 წელს, აქ პარაგვაელი მოქალაქე აგუსტინ კინიონესი გადასახლდა და ქალაქის განვითარებაც დაიწყო, ეს ფაქტობრივად ქალაქის ხელახლა დაარსება იყო. ამის შემდეგ, საცხოვრებლად გადმოსახლდა რამდენიმე ფრანგული, იტალიური, გერმანული და ესპანური წარმოშობის ოთახი.

მდებარეობა რედაქტირება

სან-ანტონიო მდინარე პარაგვაიზე, დედაქალაქ ასუნსიონიდან 25 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქები — ნიემბი და ვილია-ელისა, სამხრეთით — იპანე.

კლიმატი რედაქტირება

ქალაქის კლიმატზე გავლენას ახდენს მდინარე პარაგვაი, რის გამოც ღამე და ადრიანი დილა გრილია, დღე კი საკმაოდ ცხელი. ზაფხულში ტემპერატურა 25-36 °C (77-97 °F) -ს შორის მერყეობს, ზამთარში კი 8-12 °C (46-54 °F).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება