სანჯაყ-ბეი (თურქ. Sancak Beyi) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სანჯაყის მმართველი. სანჯაყი შეესაბამება ოლქს, ხოლო სანჯაყის მმართველი ამავდროულად იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც[1].

სიტყვა „სანჯაყი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „დროშას“. ამ სიტყვით განისაზღვრებოდა სამხედრო ფორმირება. შესაბამისად სანჯაყ-ბეი ამ სამხედრო ფორმირების მეთაურად ითვლებოდა.

სანჯაყ-ბეის ჰქონდა იგივე უფლებები, რაც ბეილერ-ბეის თუმცა ემორჩილებოდა ბეილერ-ბეის. მისი უფლებები ვრცელდებოდა მხოლოდ მისსავე სანჯაყში[2]. სანჯაყ-ბეის ფუნქციებში შედიოდა ბანდიტებისა და ერეტიკოსების დევნა, არმიისათვის და ფლოტისათვის საკვებისა და იარაღის მიწოდება[3].

ცნობილი სანჯაყ-ბეიები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება