სანტა-კრუსის კუნძულები

სანტა-კრუსის კუნძულები (ინგლ. Santa Cruz Islands) — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების ტემოტუს პროვინციის შემადგენლობაში.

სანტა-კრუსის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Santa Cruz Islands

სანტა-კრუსის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
11°00′ ს. გ. 166°15′ ა. გ. / 11.000° ს. გ. 166.250° ა. გ. / -11.000; 166.250
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
მთავარი კუნძული ნენდო
ფართობი 747 კმ²
უმაღლესი წერტილი 924 მ
პროვინცია ტემოტუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 11 000
სიმჭიდროვე 14,726 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

კუნძულები მდებარეობენ დაახლოებით 400 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით სოლომონის არქიპელაგიდან.

სანტა-კრუსის კუნძულების ასაკი, რომელიც ჩამოყალიბდა ავსტრალიის და წყნარი ოკეანის ფილაქნების შეჯახების შედეგად, აჭარბებს 5 მილიონ წელს. გეოლოგიურად კუნძულები შედგება კირქვისაგან და ვულკანური ტუფისაგან. კუნძულების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს კუნძულ ვანიკოროზე (924 მეტრი).

კუნძულების ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 747 კმ²-ს. ყველაზე დიდი კუნძულებია:

სანტა-კრუსის კუნძულების ყველაზე დიდი ქალაქია — ლატა, რომელიც მდებარეობს კუნძულ ნენდოზე და ტემოტუს პროვინციის ადმინისტრციული ცენტრია.

ისტორია რედაქტირება

სანტა-კრუსის კუნძულები 1595 წელს აღმოაჩინა ალვარო მენდანია დე ნეირამ მისი მეორე წყნაროკეანური ექსპედიციის დროს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს გაიმართა საჰაერო ბრძოლები სანტა-კრუსის კუნძულებთან იაპონიის საიმპერატორო ფლოტსა და აშშ-ის ფლოტს შორის.

სქოლიო რედაქტირება