სანსა სტარკი (ინგლ. Sansa Stark) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა სოფი ტერნერმა.

თავდაპირველად პერსონაჟი გამოჩნდა 1996 წელს გამოცემულ წიგნში „სატახტოთა თამაში“. სანსა არის ერთ-ერთი უმდიდრესი და ძლევამოსილი „სტარკების ოჯახის“ წევრი. ფიგურირებს წიგნებში: „სატახტოთა თამაში“ (1996), „მეფეთა ჯახი“ (1998), „ხმლების ქარიშხალი“ (2000), ხოლო ცენტრალური პესონაჟია „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011).

სანსას პერსონაჟის განვითარებამ კრიტოკესებისგან უარყოფითი შეფასება მიიღო. ტერნერი და დანარჩენი მსახიობები ნომინირებულნი იყვნენ კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე დრამატულ სერიალში საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის 2012, 2014, 2015 და 2016 წლებში. ტერნერმა ასევე მიიღო ემის ჯილდო დრამატულ სერიალში საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვს 2019 წელს.

პერსონაჟის აღწერა რედაქტირება

სანსა არის ლორდ ედარდ სტარკისა და ლედი კეიტლინ სტარკის უფროსი ქალიშვილი. ის დაიბადა და აღიზარდა ვინტერფელში თავის უფროს ძმასთან რობ სტარკთან და უმცროს და არიასთან ერთად, ასევე მას ყავდა ორი უმცროსი ძმა ბრანი და რიკონი, ასევე უფროსი ნახევარძმა ჯონ სნოუ. ის დანიშნული იყო მეფე ჯოფრი ბარათეონზე, თუმცა მოგვიანებით დაქორწინდა ტირიონ ლანისტერზე, რომელთან ერთადაც დარჩა ოფიციალურ ქორწინებაში.

პერსონაჟის განვითარება რედაქტირება

სანსა 11 წლის იყო სატახტოთა თამაშის დასაწყისში როდესაც ის დაინიშნა ჯოფრი ბარათეონის რკინის ტახტის მემკვიდრის მომავალ საცოლედ. როდესაც ის გაემგზავრა მეფის საბიჯელში, რათა მომზადებულიყო ქორწილისთვის, ის უეცრად გახდა ლანისტერების მძევალი მას შემდეგ, რაც მამამისი ლორდი ედარდ სტარკი სიკვდილით დასაჯეს. სანსა იყო დედოფალი სერსეი ლანისტერის მარჯერი ტაირელისა და პიტერ ბეილიშის მეურვეობის ქვეშ, რა პერიოდშიც, ის გაერკვა პოლიტიკასა და სასამართლო ინტრიგეში. ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო მოგვიანებით გამხდარიყო ჩრდილოეთის დედოფალი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
  • ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
  • ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება