სანიგები, სანიხები, სანიკები — ძველი დასავლურ-ქართული ტომი. პირველად იხსენიებენ I-II საუკუნეების ავტორები — პლინიუსი, არიანე, მემნონი. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით სანიგები იგივე ზანები (მეგრელ-ჭანები) იყვნენ, სხვების აზრით — სვანები. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სანიგები ჯიქები (საძები) იყვნენ. პლინიუსისა და არიანეს ცნობით სანიგები სებასტოპოლისის (ახლანდელი სოხუმი) მიდამოებში ცხოვრობდნენ. სტეფანე ბიზანტიელის ცნობით სანიგები სკვითები არიან, რომლებიც აბაზგების მახლობლად ცხოვრობენ.[1] სანიგებს იხსენიებს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორიც, მაგრამ მასთან „სანიგ“ ეთნიკური სახელი მოქმედი არ უნდა იყოს და არ უნდა ასახავდეს მის დროს არსებულ ვითარებას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 81.
  • მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II-I ათასწლეულები), თბ., 1974;
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;

სქოლიო რედაქტირება

  1. ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936. — გვ. 284.