სანერწყვე ჯირკვლები

ძუძუმწოვრების სანერწყვე ჯირკვლები მიეკუთვნება ეგზოკრინულ ჯირკვლებს. ადამიანს სამი დიდი: ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა და ასობით მცირე სანერწყვე ჯირკვალი აქვს.[1] არსებობს სეროზული, ლორწოვანი და შერეული ტიპის სანერწყვე ჯირკვლები.

სანერწყვე ჯირკვლები
ადამიანი სანერწყვე ჯირკვლები
ლათინური Glandulae salivariae
სისტემა საჭმლის მომნელებელი სისტემა
MeSH D012469

სეროზული სეკრეციისას სინთეზირდება ცილა-ფერმენტი ალფა-ამილაზა, რომელიც შლის სახამებელს მალტოზად და გლუკოზად,[2] ხოლო ლორწოვანი სეკრეციისას სინთეზდება ცილა მუცინი, რომელიც საპოხი ნივთიერების როლს ასრულებს.

ადამიანში ყოველდღიურად 0.5-დან 1 ლიტრამდე ნერწყვი გამოიყოფა.[3] ნერწყვის სეკრეცია (სალივაცია) კონტროლდება პარასიმპათიკური სტიმულაციებით; ამ დროს აცეტილქოლინი, აქტიური ნეიროგადამტანი ნივთიერება, უკავშირდება მუსკარინულ რეცეპტორს ჯირკვლებში და იწვევს ნერწყვის გამოყოფას.[3][4]

სტრუქტურა რედაქტირება

ყბაყურა ჯირკვლები რედაქტირება

 
სანერწყვე ჯირკვლები: 1) ყბაყურა ჯირკვალი, 2) ყბისქვეშა ჯირკვალი, 3) ენისქვეშა ჯირკვალი.

წყვილი ყბაყურა ჯირკვალი არის ყველაზე დიდი სანერწყვე ჯირკვლები, რომლებიც ქვედა ყბის ტოტს ეხებიან. ის მოთავსებულია ქვედა ყბის უკანა ტოტსა და საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს შორის.[5] ნერწყვი შეიცავს ამილაზას, რომელიც შლის ნახშირწყლებს. ასევე იგი არბილებს საკვებს, ბაქტერიებისაგან წმენდს და ყლაპვისთვის საჭრო ფორმას აძლევს.[6] ყბაყურა ჯირკვალი სეროზული ტიპის ჯირკვალია, რომელიც ასინთეზებს ალფა-ამილაზას (პტიალინს).[7] მისი სადინარი შეიჭრება პირის კარიბჭეში და იხსნება მესამე დიდი ძირითადი კბილის დონეზე.[6] მთლიანი ნერწყვის რაოდენობის 20% ყბაყურა ჯირკვლის მიერაა სინთზირებული.[8]

ყბისქვეშა ჯირკვლები რედაქტირება

ყბისქვეშა ჯირკვლები წყვილი სანერწყვე ჯირკვალია, რომელიც ქვედა ყბის ქვეშ მდებარეობს და იკავებს ორმუცელა კუნთის წინა და უკანა მუცლებს.[5] მას ახასიათებს როგორც სეროზული, ასევე ლორწოვანი სეკრეცია და მისი სადინარი იხსნება პირის ღრუში, კერძოდ, ენისქვეშა კორძებში. [6] მიუხედავად იმისა, რომ იგი გაცილებით პატარა ზომისაა, ვიდრე ყბაყურა ჯირკვალი, ნერწყვის მთლიანი რეზერვუარის 65-70% სინთეზირებულია ყბისქვეშა ჯირკვლის მიერ.[6] ეს ჯირკვალი ადვილად ისინჯება პალპაციით, რადგან კისრის ზედა მიდამოშია მოთავსებული და გვერდიდან მხოლოდ პლატიზმა და კანი ფარავს. იგი დაახლოებით ორი თითის მანძლზეა დაშორებული „ადამის ვაშლისგან" (ხორხის შემაღლება).

ენისქვეშა ჯირკვლები რედაქტირება

ენისქვეშა ჯირკვლები მდებარეობს ენის ქვეშ, ყბისქვეშა ჯირკვლის წინ.[5] მას ძირითადად ლორწოვანი სეკრეცია ახასიათებს, თუმცა შერეული სახის ჯირკვლად მიიჩნევენ.[7] განსხვავებით ზემოთხსენებული ორი ჯირკვილისა, არ აქვს გამოყოფილი მთავარი სადინარი და მისგან გამოსული 8-20 მილაკი იხსნება პირის ღრუში, ენისქვეშა ნაოჭებსა და კორძებში.[7] ნერწყვის რეზერვუარის 5% მოდის სწორედ ენისქვეშა ჯირკვლებზე.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2012) Saliva and oral health, 4th, Little Steine, Hill Farm Lane, Duns Tew, OX25 6JH: Stephen Hancocks Limited, გვ. 1. ISBN 978-0-9565668-3-6. 
  2. Martini, Frederic H.; Nath, Judi L.; Bartholomew, Edwin (2012). Fundamentals of anatomy & physiology, 9th, 1301 Sansome St., San Francisco, CA 94111: Pearson Benjamin Cummings. 
  3. 3.0 3.1 Young, Carolyn A; Ellis, Cathy; Johnson, Julia; Sathasivam, Sivakumar; Pih, Nicky (2011-05-11). „Cochrane Database of Systematic Reviews“. Cochrane Database of Systematic Reviews (ინგლისური) (5): CD006981. doi:10.1002/14651858.CD006981.pub2. PMID 21563158.
  4. Davies, Andrew N; Thompson, Jo (2015-10-05). „Cochrane Database of Systematic Reviews“. Cochrane Database of Systematic Reviews (ინგლისური) (10): CD003782. doi:10.1002/14651858.CD003782.pub3. PMID 26436597.
  5. 5.0 5.1 5.2 „US of the major salivary glands: anatomy and spatial relationships, pathologic conditions, and pitfalls“. 26 (3). 2006: 745–63. doi:10.1148/rg.263055024. PMID 16702452. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 (2018) Ten Cate's Oral Histology: Development, Structure, and Function, ninth. ISBN 978-0-323-48524-1. 
  7. 7.0 7.1 7.2 (2014) Saliva: Secretion and Functions. ISBN 978-3-318-02595-8. 
  8. „Mumps“. 2008. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)