სანაინი

(გადამისამართდა გვერდიდან სანაჰინი)

სანაინი[1] (სომხ. Սանահին) — სოფელი სომხეთის ჩრდილოეთში, ლორეს პროვინციაში. ამჟამად ქალაქ ალავერდის ნაწილია, რომელთანაც ბაგირ-გზით არის დაკავშირებული. სოფელი განთქმულია აქ მდებარე სამონასტრო კომპლექსით, რომელიც X საუკუნეში დაარსდა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

სანაინი

სახელი სანაინი ხალხური ეტიმოლოგიით ნიშნავს „ეს უფრო ძველია, ვიდრე ის“, და თითქოსდა მიუთითებს იმაზე, რომ ის მეზობლად მდებარე ახპატის მონასტერზე უფრო ძველია. ეს ორი სოფელი და მათი მონასტრები ერთმანეთის მსგავსია და განლაგებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ მდ. დებედას ხეობის კალთების სხვადასხვა მხარეს. კომპლექსი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 75.