სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916 (ესპ. Campeonato Sudamericano de Selecciones 1916) — ამერიკის საფეხბურთო თასის პირველი გათამაშება. ჩატარდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში (ბოლო მატჩის გარდა) 1916 წლის 2-19 ივლისს. ტურნირის გამარჯვებული გახდა ურგვაის ეროვნული ნაკრები[1].

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916
Campeonato Sudamericano de Selecciones 1916
ტურნირის დეტალები
ადგილი არგენტინის დროშა არგენტინა
      ქალაქები 2
      სტადიონები 2
ტურნირის ვადები 2 ივლისი17 ივლისი, 1916
მონაწილე 4
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი ურუგვაის დროშა ურუგვაი
მეორე ადგილი არგენტინის დროშა არგენტინა
მესამე ადგილი ბრაზილიის დროშა ბრაზილია
მეოთხე ადგილი ჩილეს დროშა ჩილე
ტურნირის სტატისტიკა
მატჩები 6
გოლები 18  (3 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი ურუგვაის დროშა ისაბელინო გრადინი  (3 გოლი)

მონაწილეები რედაქტირება

ფორმატი რედაქტირება

ტურნირი შედგებოდა ჯგუფური ეტაპისგან. ჯგუფში 4 გუნდი იყო, რომლებსაც ერთმანეთთან თითო მატჩი უნდა ეთამაშათ. გამარჯვებისთვის გუნდი იღებდა 2 ქულას, ფრისთვის -1, ხოლო წაგებისთვის-არცერთს. ჩემპიონატი მეტად თავისებური სათამაშო გრაფიკით ჩატარდა. თავდაპირველად თავისი სამი მატჩი ჩილემ ითამაშა, შემდეგ კი ურუგვაის და არგენტინის ნაკრებებს ბრაზილია შეერკინა. საბოლოო ჯამში, ტურნირის უკანასკნელმა მატჩმა არგენტინისა და ურგვაის შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან სწორედ ეს გუნდები იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გამარჯვებულის თასით დაჯილდოების საპატიო ცერემონიალი არ გაითვალისწინეს, რის გამოც კონტინენტის უპირველესი საფეხბურთო სანაკრებო შეჯიბრების გამარჯვებული ნაკრებისთვის გადასაცემი თასი მხოლოდ მომდევნო ტურნირის სტარტის წინ დაამზადეს.

თამაშები რედაქტირება

2 ივლისი, 1916 (1916-07-02)
ურუგვაი   4 – 0   ჩილე ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 10 000
მსაჯი: ჰუგო გრონდა (არგენტინა)
პიენდიბენე   44',  75'
გრადინი   55',  70'
6 ივლისი, 1916 (1916-07-06)
არგენტინა   6 – 1   ჩილე ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 15 000
მსაჯი: სიდნეი პალენი (ბრაზილია,ინგლისი)
ოაკო   2',  75'
ბრაუნი   60' (პენ.),  62' (პენ.)
მარკოვეკიო   67',  81'
8 ივლისი, 1916 (1916-07-08)
ბრაზილია   1 - 1   ჩილე ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 15 000
მსაჯი: ლეონ პეიროუ (ურუგვაი)
დომესტენესი   29' სალასარი   85'
10 ივლისი, 1916 (1916-07-10)
არგენტინა   1 - 1   ბრაზილია ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: კარლოს ფანტა (ჩილე)
ლაგუნა   10' ალენკარი   23'
12 ივლისი, 1916 (1916-07-12)
ურუგვაი   2 – 1   ბრაზილია ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: კარლოს ფანტა (ჩილე)
გრადინი   58',ტონიოლა   77' ფრიდენრაიხი   8'
17 ივლისი, 1916 (1916-07-17)
არგენტინა   0 – 0   ურუგვაი აველიანედა
მაყურებელი: 30 000
მსაჯი: კარლოს ფანტა (ჩილე)

სატურნირო ცხრილი რედაქტირება

გუნდი გატ გაშ სხვ
  ურუგვაი (ჩემპიონი) 3 2 1 0 6 1 +5 5
  არგენტინა 3 1 2 0 7 2 +5 4
  ბრაზილია 3 0 2 1 3 4 −1 2
  ჩილე 3 0 1 2 2 11 −9 1

სქოლიო რედაქტირება