სამხრეთი არაბეთიისტორიული რეგიონი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ რეგიონებს მოიცავს. ძირითადად ის მოიცავს დღევანდელი იემენის ტერიტორიას. ისტორიულად მასში ასევე შედიოდა დღევანდელი ომანის რეგიონი დოფარი და საუდის არაბეთის შემდეგი რეგიონები: ნაჯრანი, ჯიზანი, ასირი.

სამხრეთი არაბეთის ფედერაციის (1962–1967) დროშა.

სამხრეთი არაბეთი დასახლებულია განსხვავებული ეთნიკური და ლინგვისტური ჯგუფებით. კულტურული კავშირები და საერთო ტრადიციები არღვევს არსებუკლ პოლიტიკურ საზღვრებს. ეს არის სამხრეთი არაბეთის ისტორიული ხალხის - კაჰტანიტების (არაბ. قَحْطَانِي) რეგიონი.[1][2]

ენა და ტოპოლოგია რედაქტირება

ისტორიულად რეგიონში გავრცელებული იყო საერთო სამხრეთარაბული ენა და მისი დიალექტები. გამოიყენებოდა საერთო სამხრეთარაბული დამწერლობა, რომლისგანაც მოგვიანებით შეიქმნა ეთიოპიური ანბანი.

იემენი ან ალ-იემენ აღნიშნავს მარჯვენა მხარეს. რომაელები რეგიონს უწოდებდნენ ფელიქს არაბიას (თარგმანში ნაყოფიერი არაბეთი).[3]

ისტორია რედაქტირება

სამი ათასი წლის წინ რეგიონში რამდენიმე ანტიკური სახელმწიფო არსებობდა, მაგალითად: მინეიელების სამეფო, კატაბანი, ჰადრამავთი, საბეიელების სამეფო.[4] ამ პერიოდში მოღვაწეობდა ლეგენდარული საბის დედოფალი და ასევე შეიქმნა რამდენიმე ღირსშესანიშნაობა, მათ შორის: მარიბის დამბა, საკმევლის გზა.[5] ორი ათასი წლის წინ სამხრეთ არაბეთში წამყვანი ძალა იყო ჰიმიარიტების სამეფო. პირველად აქსუმის სამეფოს ჯარები III-IV საუკუნეში გამოჩნდნენ და ტერიტორიას VI საუკუნის შუარიცხვებამდე იმორჩილებდნენ. 575 წლიდან რეგიონი სასანიანების გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო 628 წელს ის მუსლიმანური გახდა.[6]

სამხრეთი არაბეთის მმართველი მუსლიმი დინასტიები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Qahtan, ონლაინ ენციკლოპედია ბრიტანიკა, 2009, webpage: .
  2. De Lacy O'Leary (2001). Arabia Before Muhammad, გვ. 18.  notes "Qahtan are divided into the two sub-groups of Himyar and Kahlan".
  3. Mackintosh-Smith, Yemen (London: John Murray 1997) at 8.
  4. Brian Doe, South Arabia (London: Thames & Hudson 1971) at 60–102.
  5. Jean-Francois Breton, Arabia Felix (University of Notre Dame 1999) at 13–20, 23; 53–73; 3–5, 41–43.
  6. al-Tabari, The History of al-Tabari, volume VIII, The Victory of Islam (S.U.N.Y. 1997) at 114 (became Muslim).