სამური (ლეზ. Самурвацl; რუს. Самур; აზერ. Samurçay) — სიდიდით მეორე მდინარე დაღესტანში (რუსეთი). ნაწილობრივ წარმოადგენს რუსეთის (დაღესტანის) და აზერბაიჯანის საზღვარს.[1]

სამური

ავარიის ყოისუსა და ანდის ყოისუს შეერთების ადგილი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები დაღესტანი, გუსარის რაიონი. ხაჩმაზის რაიონი
ქალაქები სამურჩაი
სათავე კავკასიონი
41°36′42″ ჩ. გ. 47°16′56″ ა. გ. / 41.61167° ჩ. გ. 47.28222° ა. გ. / 41.61167; 47.28222
სათავის მდებარეობა დაღესტანი
სათავის სიმაღლე 3648 მ
შესართავი კასპიის ზღვა
41°54′38″ ჩ. გ. 48°29′01″ ა. გ. / 41.91056° ჩ. გ. 48.48361° ა. გ. / 41.91056; 48.48361
შესართავის მდებარეობა დაღესტანი
შესართავის სიმაღლე −28 მ
სიგრძე 216 კმ
აუზის ფართობი 7330 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 75 მ³/წმ
სამური (მდინარე) — დაღესტანი
სამური (მდინარე)
სამური (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
სამური ვიკისაწყობში

დასახელება რედაქტირება

ენათმეცნიერი ოლეგ რუბაჩიოვის მოსაზრებით სამური წარმოსდგება ინდოარიული სიტყვების კომბინაციით: sam — „დან“, var — „წყალი“, ასევე მსგავსი samudrá — „წყალუხვი“.[2] რუსი აღმოსავლეთმცოდნე ვლადიმერ მინორსკი მდინარის სახელს მიაწერს ალანურ ენებს.[2]

ერთი ვერსიით სამურის დასახელება მომდინარეობს რუთულური ენიდან: са — „ერთი“ და мыри — „მდინარე“, ანუ ერთი მდინარე ან მდინარე, რომელიც გაერთიანდა, ერთი გახდა.

ენათმეცნიერ ბუკარ ტალიბოვის მოსაზრებით ჰიდრონიმი სამური გვიანდელი წარმოშობისაა და ის არაიბერიულ-კავკასიური ტომების მიერაა შემოტანილი.[3]

ბევრი მეცნიერი პტოლემესთან და სხვა ანტიკური ხანის მეცნიერებთან ნახსენებ მდინარე ალბანუსს დღევანდელ სამურად მიიჩნევს[4][5]. ცნობილი მუსლიმანი მოგზაური, ისტორიკოსი და გეოგრაფი ალ-ჰამავი იაკუთი წერდა: „ლეზგები არიან ქვეყანა ლაკედან, იქიდან სადაც მიედინება მდინარე ალბანუსი“.

ლეზგები მდინარეს ЧӀвехер вацI-ს უწოდებენ, რაც ითარგმნება როგორც: „ჩვეხერის მდინარე“. აწ უკვე მიტოვებული სოფელ ჩვეხერის სახელს. ასევე Кулан вац - შუა მდინარეს.

გეოგრაფია რედაქტირება

მდინარე სამური სათავეს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ყინულებიდან, მთა გუტოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3648 მეტრზე იღებს. შუა XX საუკუნის მონაცემებით, სამურის მკვებავი მყინვარის ფართობი იყო 13.1 კმ²-ს, რაც მდინარის მთლიანი ბასეინის 0,3 %-ს შეადგენს.[6] სათავიდან 7 კილომეტრში ქვევით მას უერთდება მდინარე ხალახური, რომელიც თავის მხრივ სათავეს ზღვის დონიდან 3730 მეტრზე იღებს.[7] მდინარის სიგრძეა 216 კილომეტრი, ხოლო ბასეინი 7330 კმ²-ს მოიცავს. ბასეინის 96 % მდებარეობს დაღესტანში ხოლო 4 % — აზერბაიჯანში. მდინარის სათავე და შუა წელი მდებარეობს დაღესტანში, ხოლო მისი ქვედა წელი წარმოადგენს რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარს. მდინარის ქვედა წელში მდებარეობს სამურის სუბტროპიკული ტყე.

მდინარის წყლის მასა იყოფა შემდეგნაირად: 42 % წვიმის წყალი, 32 % მიწის-ქვეშა წყლები, 22 % თოვლი, 4 % ყინულები. მდინარის წყალი ამარაგებს სამურ-აბშერონის არხის საირეგაციო სისტემას, რომელიც ჯეირანბანის წყალსაცავში ჩაედინება.[8]

შენაკადები რედაქტირება

სამურის ბასეინში 65 10 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეა. მდინარის ქსელის სიმჭიდროვე 1.21 კმ/კმ²-ა. ძირითადი შენაკადებია: ტუხიჩაი, ლიულტიჩაი, ყარა-სამური, შინაზჩაი, ახტიჩაი, უსუხჩაი, ტაირჯალი, გენერჩაი. ხელოვნური შენაკადი - მდინარე გიულგერიჩაი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება