სამოილოვიჩის მუზეუმი

სამოილოვიჩის მუზეუმი (რუს. Музей Самойловича) — პოლარული სივრცის საბჭოთა მკვლევარის, პროფესორ (1928), გეოგრაფიის მეცნიერებათ დოქტორის (1934) რუდოლფ სამოილოვიჩის მემორიალური მუზეუმი. მუზეუმი გაიხსნა 1981 წლის 11-12 სექტემბერს. ამჟამად მუზეუმი არის ერთადერთი ქვეყანაში, რომელიც ეძღვნება არქტიკისა და ანტარქტიკის მკვლევარს.

სამოილოვიჩის მუზეუმი
რუს. Музей Самойловича
47°06′42″ ჩ. გ. 39°25′16″ ა. გ. / 47.111806° ჩ. გ. 39.421278° ა. გ. / 47.111806; 39.421278
დაარსდა 1981
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა აზოვი
Map
გარე სურათები
რ. სამოილოვიჩის მუზეუმის შენობა

მუზეუმის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქალაქი აზოვი, ლენინგრადის ქ. № 46ю

ისტორია რედაქტირება

პოლარეთის საბჭოთ მკვლევარის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რუდოლფ სამოილოვიჩის მუზეუმი გაიხსნა 1981 წლის 12 სექტემბერს. იგი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც ეძღვნება არქტიკისა და ანტარქტიკის მკვლევარს[1].

მუზეუმში, მკვლევარის 130 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა მულტიმედიური ექსპოზიცია.

რ. სამოილოვიჩის სახელი დგას ისეთი მკვლევარების გვერდით, როგორიცა რუალ ამუნდსენი, ფრიტიოფ ნანსენი, სკოტი, რუსანოვი და სხვა. სამოილოვიჩმა დიდი წვლილი შეიტანა არქტიკის გამოკვლევაში. 1938 წელს სამოილოვიჩი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1939 წლის 4 მარტს კი დახვრიტეს.

გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, ლენინის ორდენისა და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი, სსრკ-ის გეოგრაფიული საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების „აერო-არქტიკის“ ხელმძღვანელი, აშშ-ის, შვედეთისა და ავსტრიის გეოგრაფიული საზოგადოებების საპატიო წევრი რუდოლფ სამოილოვიჩი დაიბადა და აღიზარდა ქალაქ აზოვში. იგი იყო არქტიკაში 20-მდე სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის ორგანიზატორი.

ამჟამად მკვლევარის მუზეუმი განთავსებულია ერთსართულიან აგურის შენობაში, რომელიც სამოილოვიჩის მამის კუთვნილება იყო. ამ სახლში ცხოვრობდა მისი ოჯახი. აქვე დაასრულა ოთხკლასიანი ვაჟთა გიმნაზია და შემდეგ სწავლა გააგრძელა მარიუპოლის ალექსანდრეს გიმნაზიაში. გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლობდა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის აკადემიაში.

მუზეუმის გამოფენა წარმოდგენილია აზოვის ვაჟთა გომნაზიის მოსწავლის ოთახის სახით. კედლებზე ჩამოკიდებულია ფოტოები და პირადი ნივთები. გამოფენაშია წარმოდგენილი ასევე საწერი მაგიდა და სკამი, საწერი მოწყობილობა, გიმნაზიის დროინდელი წიგნები. მუზეუმის დარბაზში დგას მკვლევარის ბიუსტი, რომლის ავტორიცაა მოქანდაკე ი. შიცბურგი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Каневский З. М. Рудольф Самойлович: превратности судьбы // Наука в СССР. — 1990. — № 2 (март-апрель)..
  • Самойлович Р. Л. Путь к полюсу. — Л.: Изд-во Всесоюзного Арктического института, 1933.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Музей Р. Л. Самойловича. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-13. ციტირების თარიღი: 2017-06-21.