სამი ხედირა (გერმ. Sami Khedira; არაბ. سامي خضيرة‎‎; 4 აპრილი 1987) — გერმანელი ფეხბურთელი, ამჟამად თამაშობს „იუვენტუსში“ და გერმანიის ეროვნულ ნაკრებში. დედა ჰყავს გერმანელი, მამა — ტუნისელი.

სამი ხედირა
გერმ. Sami Khedira
არაბ. سامي خضيرة‎‎
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სამი ხედირა
დაბადების
თარიღი
4 აპრილი, 1987 (1987-04-04) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
შტუტგარტი, დასავლეთ გერმანია
სიმაღლე 189 სმ.[1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
1992-1995 ოეფინგენი
1995-2004 შტუტგარტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2006 შტუტგარტი II 21 (1)
2006-2010 შტუტგარტი 98 (14)
2010-2015 რეალ მადრიდი 102 (6)
2015- იუვენტუსი 20 (5)
ეროვნული ნაკრები
2003-2004 გერმანია 17 წლ. 10 (2)
2007-2009 გერმანია 21 წლ. 15 (5)
2009- გერმანია 77 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 აპრილი, 2016
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 ივნისი, 2018

კარიერა რედაქტირება

შტუტგარტი რედაქტირება

სამი ხედირას დებიუტი ბუნდესლიგაში 2006 წლის 1 ოქტომბერს ჰქონდა, „ჰერტას“ წინააღმდეგ. 2007 წლის 29 იანვარს მან „შტუტგარტთან“ კონტრაქტი გააფორმა 2009 წლის ივნისამდე. 2008 წლის 9 ივლისს კი მან ახალი კონტრაქტი დადო კლუბთან 2011 წლის ზაფხულამდე. კლუბში ნახევარმცველის პოზიციაზე სამი შესანიშნავად თამაშობდა, მან შტუტგარტში ვიცე-კაპიტნის წოდება მიიღო.

რეალ მადრიდი რედაქტირება

2010 წლის ზაფხულში სამი „რეალ მადრიდში“ გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 12 მლნ. ევრო შეადგინა. 2012 წლის 21 აპრილს „რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა, მეორე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

გერმანიის ნაკრები რედაქტირება

ხედირას დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში 2009 წლის 5 სექტემბერს ჰქონდა, ამხანაგურ შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების ბევრ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა, ამის გამო სამის ხშირად უწევდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში თამაში. მუნდიალზე, მან 7 შეხვედრა ჩაატარა (ბასტიან შვაინშტაიგერის ნაცვლად, რომელიც ნახევარდაცვაში თამაშობდა). მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი ნაკრები ურუგვაის ნაკრებს ხვდებოდა. მან მეტოქის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დააკავებინა.

ტიტულები რედაქტირება

კლუბური რედაქტირება

  შტუტგარტი
  რეალ მადრიდი
  იუვენტუსი

სანაკრებო რედაქტირება

გერმანია 21 წლ.
  • უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატი: 2009
გერმანია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება