სამია იაბა კრისტინა ნკრუმა (ინგლ. Samia Yaba Christina Nkrumah; დ. 23 ივნისი, 1960[1], აბური, განა) — განელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი. სახალხო პარტიის, სახელისუფლებო პარტიის, პირველი ქალი ხელმძღვანელი. პარლამენტის წევრი 2009-2013 წლებში ჯომოროს საარჩევნო ოლქიდან. განის პირველი პრეზიდენტის კვამე ნკრუმას ქალიშვილი.

სამია ნკრუმა
სამია ნკრუმა
სამია ნკრუმა 2009 წელს
განის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 იანვარი, 2009 – 6 იანვარი, 2013
წინამორბედილი ოკრანი

დაბადებული23 ივნისი, 1960
აბური, განა
მოქალაქეობაგანის დროშა განა
ეროვნებაგანელი
პოლიტიკური პარტიაკონვენტის სახალხო პარტია
მამაკვამე ნკრუმა
დედაფათია ნკრუმა
მეუღლემიშელ მელეგა
საქმიანობაპოლიტიკა და ჟურნალისტიკა
საიტიპარტიის ვებგვერდი

ბიოგრაფია რედაქტირება

განის პირველი პრეზიდენტის კვამე ნკრუმას და მისი ეგვიპტელი კოპტი ცოლის ფათია რიცკის ქალიშვილი დაიბადა აღმოსავლეთის რეგიონის ქალაქ აბურიში 1960 წელს[2]. იგი იძულებული გახდა თავის ძმებთა და დედასთან ერთად დაეტოვებინა განა 1966 წლის სამხედრო გადატრიალების გამო, რომელმაც დაამხო პრეზიდენტი კვამე ნკრუმა. ოჯახი გადასახლდა ეგვიპტეში[3]. სამია ოჯახთან ერთად განაში დაბრუნდა 1975 წელს გენერალ იგნატიუს აჩეამპონგის მიწვევით. 1991 წელს ლონდონის აფრიკისა და აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1993 წელს აქვე დაიცვა მაგსიტრის ხარისხი[1].

2011 წლის 10 სექტემბერს გახდა მმართველი პარტიის პირველი ქალი პრეზიდენტი. 2009-2013 წლებში იყო პარლამენტის წევრი.

გათხოვილია იტალურ-დანიური წარმოშობის მიშელ მელეგაზე, რომელთანაც ჰყავს ერთი ბიჭი კვამე თომას მელეგა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Curriculum vitae. Official website. Samia Nkrumah. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: 2008-12-14.
  2. Samia Nkrumah 'the Amazing'. Profiles. The Ghanaian Journal. ციტირების თარიღი: 2008-12-14.
  3. Reggie Tagoe Pan-African News Wire. (2007-02-19) Samia Nkrumah Says That Her Father, Dr. Kwame Nkrumah, Wanted to Return to Ghana. Abayomi Azikiwe. ციტირების თარიღი: 2008-12-14.