სამარი — კუნძული ფილიპინებში, მდებარეობს ვისაიასის კუნძულების აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული დაყოფის თვალსაზრისით ეს ტერიტორია იყოფა სამ პროვინციად: სამარი, ჩრდილოეთი სამარი და აღმოსავლეთი სამარი. კუნძული სამარი სრუტეებითაა გამოყოფილი სხვა მცირე ზომის კუნძულებს: ლაიტეს და ბილირანის, ეს კუნძული განეკუთვენაბ აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონს. სამარი ფილიპინების სიდიდით მეოთხე კუნძულია ლუსონის, მინდანაოს და ნეგროსის შემდეგ.

კუნძული სამარი.

კუნძულის ფართობი შეადგენს 13 080 კმ². აქ განვითარებულია სოფლის მეურნეობა. სოფლის მეორნეობიდან განსაკუთრებით განვითარებულია მემეცენარეობა, კუნძულზე მოჰყავთ: ბრინჯი, სიმინდი, ბანანი, ციტრუსი, მანგო, ყავა, კაკაო, აბაკა, შაქრის ლერწამი. აქ აგრეთვე მისდევენ მეცხოველეობას. კუნძულზე არის ტყის დიდი საფარი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამ ტერიტორიაზე იმართებოდა მნიშვნელოვანი ბრძოლები ამერიკელებსა და იაპონელებს შორის. 1944 წელს აქ გაიმართა ლაიტეს ყურის ბრძოლა.