სამანიშვილის დედინაცვალი (1977 წლის ფილმი)

(გადამისამართდა გვერდიდან სამანიშვილის დედინაცვალი (ფილმი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამანიშვილის დედინაცვალი (მრავალმნიშვნელოვანი).

სამანიშვილის დედინაცვალი — ქართული მხატვრული ფილმი, ტრაგიკომედია. გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1977 წელს. კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია კინოს ჩვენება. ფილმი გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. რეჟისორი — ელდარ შენგელაია.

„სამანიშვილის დედინაცვალი“
ჟანრი ტრაგიკომედია
დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი რეზო ჭეიშვილი
როლებში ვასილ კახნიაშვილი
იმედა კახიანი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ჯანსუღ კახიძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი ლომერ ახვლედიანი
იური სხირტლაძე
მონტაჟი ნელი ფარცვანია
მხატვარი ბორის ცხაკაია
ჯემალ კუხალაშვილი
ნაუმ ფურმანი
სტუდია ქართული ფილმი
პრემიერა 1977
ხანგრძლივობა 98 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ-სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის — ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ჰყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება